ЭКОНОМИКА

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (ნაწილი 7)

20.11.15 19:42




სამშვიდობო ზავი და დროებითი გამიჯვნა

1919 წლის 1 იანვრის 00 საათისათვის შეწყდა ყველა საომარი მოქმედება და დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ბრიტანელებისა და ფრანგების მეურვეობით. მოლაპარაკებები დაიწყო ყარაყილისში. მასში მონაწილეობდა ორთავე არმიის სარდალი. შემდეგ მოლაპარაკებები გადატანილ იქნა თბილისში.



სხვათა შორის, 3 იანვარს ქართული ქალაქის ფოთის პორტში შემოვიდა დამატებითი ბრიტანული კონტიგენტი 300 კაცის შემადგენლობით, რომელიც გაემართა თბილისისა და ბორჩალოს მაზრის მიმართულებით.

1919 წ. 9 იანვარს თბილისში გაიხსნა სამმხრივი ინგლის-საქართველო-სომხეთის კონფერენცია, მიძღვნილი ომის ოფიციალური შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობების შემუშავებისადმი. კონფერენციას თავმჯდომარეობდა ბრიტანელი პოლკოვნიკი რობერტ ნეილ სტიუარტი. კონფერენციამ მუშაობა დაიწყო 10 იანვარს და დამთავრდა 17 იანვარს, როდესაც მის ბოლო, მეოთხე სხდომაზე ხელმოწერილ იქნა სამთავრობო შეთანხმება ომის შეწყვეტისა და ლორეში ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. ამას გარდა, სომხეთის მთავრობა დასთანხმდა მოეხსნა პრეტენზიები ახალქალაქის მაზრაზე [1] იმ პირობით, რომ მაზრა მოკავშირეების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებოდა და სომეხთა მონაწილეობა ადგილობრივ მმართველობაში გარანტირებული იქნებოდა. [2]

ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ საზღვრად ცხადდებოდა ხაზი, რომელზეც შეჩერდნენ ქართული ჯარები მორიგების მომენტისათვის, ე. ი. 1918 წლის 31 დეკემბრის 24 საათისათვის:

„... მთა დელი-დაღი, პირდაპირი ხაზია სოფელ ირგანჩაისკენ უღელტეხილის გავლით, პირდაპირი ხაზია 798 მ. სიმაღლემდის, შემდეგ – ყულუდაშის სიმაღლემდის (855,5 მ.), სიმაღლე 676, სოფელი საათლი, სიმაღლე 694, სოფ. ახკერპი, პირდაპირი ხაზი სოფელ ოფრთის 492 მ. სიმაღლემდის, სოფელ ბარანძორის დანგრეულ ეკლესიამდის სოფელ ხოჯორნამდის, სოფელი სადახლო, სად. სადახლო, სადახლოდან ჩრდილოეთით 1554 მ. სიმაღლე, შემდეგ 2660 მ. სიმაღლემდის (მთა თანა-დაღი), შემდეგ – წყაროს წარწერასთან, რომელიც მდებარეობს მთა ხალუთლი-ბაშს წარწერის ჩრდილოეთით. სოფლები ირგანჩაი, ჯანდარა, ახკერპი, ოფრეთი, ხოჯორნი, ბარანძორი, სადახლო – რჩებიან მითითებული ხაზის ჩრდილოეთით. [3]

ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის სამხრეთის საზღვარი გაივლო 1918 წლის ივლისის დასაწყისის თურქეთ-საქართველოს სადემარკაციო ხაზის შესაბამისად. [4] ლორის ზონა მოიცავდა ალავრდის სპილენძის საბადოებს, ორმოცდასამ სოფელსა და ორმოცი კილომეტრის მანძილის რკინიგზას ექვსი სადგურით. [5]

ამ კომისიის წინადადებითვე განისაზღვრა ქართული და სომხური გარნიზონების რაოდენობა: „ნეიტრალური ზონის ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში – ქართული ჯარები. ახალქალაქის მაზრის საზღვართან სოფელ ოფრეთამდის ჯარების საერთო რაოდენობა არ უნდა ასცდენოდა 200 კაცს.

სადგურ აშაღი-სარალზე ქართული ჯარები არ უნდა აღმატებოდა 1 ბატალიონს 360 კაცის რაოდენობით სამი საარტილერიო დანადგარით. ამ ბატალიონიდან უნდა გამოყოფილიყო 60 კაციანი ჯგუფები სოფლების ორფეთსა და სადახლოსთან პიკეტის მოსაწყობად. სასაზღვრო რაზმები, არა უმეტეს 50 კაცისა, დადგებიან, აგრეთვე სოფელ წყაროებიდან ხრამის მტკვართან შერთვამდის; სომხური ჯარების განლაგება: 125 ჯარისკაცისაგან შემდგარი ერთი ასეული დადგება კალაგერანსა და შინიხში. ჯალალ-ოღლის რაიონში, გერგერებში და ნიკოლაევსკოეში იქნება ხუთი სომხური ბატალიონი სამი ასეულისაგან არაუმეტეს 380 ჯარისკაცის რაოდენობით, 50 კციანი საარტილერიო ასეულით, ოთხი საარტილერიო დანადგარით. ერთი 125 ჯარისკაციანი ასეული დადგება, აგრეთვე ნოვოპოკროვკაში.

ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთის ნაწილის ქართული ჯარები და ამავე მაზრის სამხრეთის სომხური ჯარები არ უნდა აღემატებოდას 660 კაცს; მხარეებს აქვთ ქვეითი ჯარების კავალერიით შეცვლის უფლება.

ახალქალაქის მაზრაში ქართული გარნიზონი არ უდა აჭარბებდეს 225 ჯარისკაციან ორ ასეულს და ერთ სარტილერიო რაზმს.

ორთავე მხარე ღებულობს ზემოთმოყვანილ პუნქტებში არსებული პირობების შესრულების ვალდებულებას 1919 წლის 14 იანვრის 24 საათამდის.[6]

ჯერ კიდევ კონფერენციის მიმდინარეობისას ბრიტანულმა ჯარებმა დაიწყო მოლაპარაკებით გათვალისწინებული ლორის მონაკვეთის დაკავება მისი სპილენძის საბადოებითა და რკინიგზით. 16 იანვარს თბილისში ჩამოვიდა შტაბითა და დაცვით კავკასიაში ბრიტანული ჯარების ახალი მეთაური გენერალი გ. ტ. ფორესტი უოკერი, მალევე იქნა გადმოსროლილი მოკავშირეთა ძირითადი ძალები 1000 კაცის ოდენობით.

1919 წლის 27 იანვარს ლორეს ნეიტრალური ზონა ბრიტანელების მიერ გაიყო სამ ნაწილად – უზუნლარის, ვორონცოვკისა და ალავერდის. თითოეულ რაიონში ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან დაინიშნა რეზიდენტ-კომისარი. ყველა ეს კომისარი ემორჩილებოდა ანტანტის გენერალურ კომისიონერს (ასე იწოდებოდა ნეიტრალური ზონის ბრიტანელი გუბერნატორი), რომელზეც დაინიშნა კაპიტანი ა. ს. გ. დუგლასი. [7]

და ბოლოს, აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ 1919 წლის 17 იანვრის საზავო ხელშეკრულება ატარებდა პრენიმინალურ ხასიათს. მასში იყო გაცხადებული, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის საბოლოო გადაჭრა უნდა გამოიტანონ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელზეც სხვა საკითხთა შორის უნდა განსაზღვრულიყო ამ ორ ქვეყანას შორის მომავალი საზღვრის მონახაზი. [8]

—————-

[1] Kazemzadeh, p. 181
[2] Hovannisian, Vol. I, р. 120
[3] Чачхиани – стр. 193
[4] Там же – стр. 193
[5] Hovannisian, Vol. I, р. 121
[6] Чачхиани – стр. 193-194
[7] Hovannisian, Vol. I, р. 122
[8] Кадишев, стр. 173

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента