ЭКОНОМИКА

ჰუჯაბი

20.11.15 19:43




ჰუჯაბის სამონატრო კომპლექსი მდინარე ფოლადაურის სათავეებში, მის მარჯვენა სანაპიროზე , თანამედროვე სოფელ ახ-ქერფის მახლობლად მდებარეობს. ეს სოფელი ამჟამად მარნეულის რაიონში ითვლება. ძველად კი შედიოდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელსაც ბოლნისის ხევი ეწოდებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი ფოლდაურის ხეობის აღწერისას ჰუჯაბის მონსატერსაც იხსენიებს:,,.......არს მონასტერი ჰუჯაბიუსა , გუნბათიანი, კეთილს ადგილსა და აწ ცალიერ არს'. სოფლების სიაში ავტორი ამ სახელწოდების სოფელსაც ასახელებს, ფორმით ,,უჯაბი', რომელიც მოქცეულია სოფე. ხანძუტსა და ჯარმეჩერს შორის.


სამონასტრო კომპლექსი სოფლიდან დაახლოებით 1-კმ-ზეა , ლელვარის მთის ძირში. გარედან, მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა კვალია, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გუმბათიანი ეკლესიაა, რომლის კედლებში გამოყენებულია აგური და გათლილი ქვის ლოდები. მოპირკეთებაში ღია ფერის ქვებს ენაცვლება მუქი ფერის ლოდებიც, რაც სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს . სარკმლები და გუმბათის ყელი უხვად ყოფილა შემკული ქართული წნული ორნამენტებით , ასეთივე წნული ჩუქურთმითაა შევსენული მოზრდილი ჯვარიც. შიგნიდან ეკლესია მოხატული ყოფილა, რომლის კვალი ჯერაც ეტყობა. ხელოვნების ისტორიკოსები ამ ნაგებობას XIII ს-ის პირველ ნახევარს მიაკუთვნებენ.
გალავნის შსასვლელთან მეორე ეკლესიის ნანგრევიცაა. იგი დარბაზული ტიპის შენობა ყოფილა, საშუალო ზომის თანაბარი ლოდებით, ჰორიზონტალურ წყობაზე ნაგები. გვიან გადაკეთებული ეს ნანგრევი, 1956 წლამდ ე თვაის შესანახად იყო გამოყენებული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, მცირე ეკლესიქა ადრეფეოდალური ხანისა უნდა იყოს. შირიმის ქვა, რომლითაც ის აუგიათ, ხევის აყოლებით, დაახლ. 1 კმ-ზე, მოიპოვება . ეზოში არსებული ნანგრევები მოწმობენ , რომ აქ იქნებოდა მონასტრის ბერთა სენაკები და სატრაპეზო, ასევე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი.
სამონასტრო კომლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა სანაპიროს ორი ხევის შესაყარში ნასოფლარია საკუთარი ეკლესიის ნანგრევებით შემორჩენილი. ჩვენ მხოლოდ აღმოსავლეთის კედელიღა დაგვხვდა , თუმცა ეკლესიის ბუდე კარგად ჩანდა. ეს უნდა იყოს ჰუჯაბის ნასოფლარი.
ჰუჯაბის მიდამოებში სხვასაც ბევრი ნასახლარ-ნაეკლესიარიუა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელ;ოვანი აქ მაინც ფოლადაურს აყოლილი გზა და მგლის კარის უღელტეხილია, რომელსაც ლორე-ტაშირში გადავყავართ. ახ-ქერფიდან იგი მე-13 კმ-ზე , ზღვის დონიდან 1770 მ-ზეა. ესაა დაახლოებით 80 მ. სიგრძის, კლდეში გამავალი დერეფანი, რომლის სიგანე ზოგან 10 მ-მდეა. არ ჩანს, რომ კლდე ყველგან ხელოვნურად იყოს გაკაფული. იგი უფრო აქ გამავალ მოგზაურთა მიერაა საუკუნეების განმავლობაში დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ ამ გზით სარგებლობდა როგორც ფოლადაურის, ასევე სულავერის ხევიც, რომელსაც ლორიკსენ სხვა გადასავალი არ აქვს. ეს გზა კიდევ უფრო მოკლეა მაშავერ-ფინეზაურისა და დებედის ხეობათა გზებთან შედარებით. უღელტეხილის სიახლოვეს, გზისპირა კლდეზე, პატარ სქელკედლებიანი, დარბაზული ეკლესიის ნანგრევები იყო, რომლის ნალისებური აფისადა ნაგებობას ადრეული შუა საუკუნეებით ათარიგებდა. არ შევცდებით, თუ მგლის კარის უღელტეხილს მაშინ უკვე არსებულად მივიჩნევთ.
მგლის კარით ლორე-ტაშირს მიმავალი გზის მნიშვნბელობვას ადასტურებს გზის გასწვრივ, ხეობის ორივე ნაპირზე დამოწმებული ნასოფლარების სიმრავლე. ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ისისნი ცოცხალი ერთეულებით ჩანან, რაც ამ გზის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს. ამასვე გვიდასტურებენ წეწრილობითი წყაროებიც: ჟამთაღმწერელის ცნობით, თბილისზე გალაშქრების წინ ჯალალედინი ,,დაბანაკებული იყო სომხითს. ხევსა ბოლნისისა" ორბელიშვილნი ერთ საბუთში წერენ: ,,ბოლნისზე...ამ ჩვენს მამულში რაც ქარავანი გაივლის, ბაჟი სულ ჩვენიაო", საბაჟო ყოფილა მგლის კარის უღელტეხილის სიახლოვესაც, რაზედაც 1717 წლის კიდევ ერთიო საბუთი მეტყველებს. ესაა საზღვრების გარიგების წიგნი აქაური მფლობელებისათვის.,: ,,,კაჭაჭკუდან რომ სომხითისაკენ გზა გარდმოვა, სომხითს რომ გადმოხედავ, წინს ერთი სერი არის. სახელი ურაცთალა ჰქვიან, იმის გაღმითაც სერიი არის კაჭაჭუკუტისაკენ , რაც იმ ორს შუა ხევიჩამოვარდება ჭიპექის წყალამდის ... ორი წლის შესაყარის სისწორ სერი რომ შემოივლის, გზის კლდე ნადვალეთის სამძღვრამდე ელის შარაცაა დასახლებული, რაც ქვემო ქართლის ბარში ჩამოსახლებული, თურქმანული ტომების ცხვრისა, თუ საქონლის გზას გულისხმობს. ისისნი თავის ფარებს საზაფხულო საზოვრებისაკენ ამ გზით ერეკებოდნენ.
იმავე გზის მნიშვნელობაზე მეტყველებს , ფეოდალური ხანის გვიანი საუკუნეების ძეგლი. ესაა ავის ერთთაღიანი ხიდი ფოლადაურზე, შულავერის ხეობიდან გადმნოსასვლელში. სწორედ მისი სახელი შერქმევია იქვე არსებულ სოფელს ახ-ქერფი ნიშნავს ,, თეთრ ხიდს'. სოფელში სომხური მოსახლეობაა . იქაური მოხუცების თქმით , ესენი ერეკლე მეფის დროს არიან გადმოსახლებულნი, თუმცა სასაფლაოზე XIX საუკუნეზე ძველი საფლავის ქვები ჩვენ არ გვინახავს.
აი, ასეთ გარემოშია ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი.ძალიან საინტერესოა, რომ მისი სახელი არ გვხვდება ძველ საბუთებში. მხოლოდ XVIII ს-ის I მეოთხედიდან ჩანს იგი ,,ხუჯაბის' ფორმით : ესაა 1721 წლ;ის ხალხის აღწერის დავთარი და დასტურლამალი, სადც აღნიშნულია ,,ხუჯაბის ქორის ბუდე'. თუ ეს ამბავი შემთხვევითი არაა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჰუჯაბი, ანუ ხუჯაბი მოგვიანბეით შერქმეული სახელია, მაგრამ ჩვენ არც ამ ადგილის ქართული სახელწოდება ვიცით. ჰუჯაბი (ხუჯბაი) ივანე ჯავახისვილის განმარტებით , არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვიდან ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც ეჯიბს -მეკარეს ნისნავს , კარის მცველს ნიშნავს, ე.ი. ჰუჯაბი(ხუჯაბი) ქართულად შეიძლება გავიგოთ როგორც ,,ეჯიბნი'.
ზემოთქმულთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მეჩვენება XVII საუკუნის ორი საბუთი. პირევლი 1651 წლისაა, რომელშიც როსტომ მეფე წერს:,,გიბოძეთ..ეჯუბისშვილსა. კარის შვილთა თქუენთა შავერდის და გაძრიკს .. მას ჟამსა ოდეს ბედნიერთ ხელწიფეთა პაპა-მამათა ბედნიერს პაპასა ჩუენსა, პატრონსა ლუარსაბსა და მეფესა პატრონსა სვიმონს პაპა-მამათა თქვუენთათვის წყალობა ექნა და ებოძებინა სომხითს ოჯერი ნასოფლარი და ყუდრუ და ნასოფლარი შიხჩობანუ, და პაპა-მამათა თქუენთა აეშენა და სამკუიდროდ დაგრჩომოდა.
ამ საბუთის მიხედვით გამოდის, რომ ესჯუბიშვილები (იმავე წლის სხვა საბუთში ესენი ეჯიბისშვილებად იხსენებიან.) XVI ს-ის შუა წლებში ლორიდან გადმოუსახლებიათ მეფე ლუარსაბსა და მის ძეს - სიმონს. მაშინ მიუღია ამ საგვარეულოს სომხითის ნასოფლარები ასაშენებლად და სამკვიდროდ როსტომის დროს (1651 წ) ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი სამეფო კარის მესტუმრის სახელს ფლობს, თუმცა მათი გვარსახელი ისევ მეკარის თანამდებობას აღნიშნავს.
ამავე პირებს ახსენებს 1651 წ. სხვა დოკუმენტიც. იქ ნთქვამია, რომ მეფის კარის მესტუმრეს ეჯიბისშვილს დონდარს, მის ძმას ზურაბს , მათ შვილებს შავერდისა და გამრიკას, როსტომ მეფემ უბოძა სომხითის სოფელი მიტრაშენი და მამული სოფ. ტალავერში. საინტერესოა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი, ალბათ დონდარის ძმის -განრიკას სახელის გათვალისწინებით, საბუთის აღწერას იწყებს სიტყვებით: ,,სიგელი გამრეკელებისა, მიცემული როსტომ მეფის მიერ'. თუ ეს მახვილგონივრული მიხვედრა სხვა მხრივაც დადასტურდებოდა, მაშინ თორელთა გვარის წარმომადგენლების სამოხელეო და სამამულო მფლობელობა ქვემო ქართლში.
კიდევ უფრო საინტერესოა ქართულ -სპარსული ორენოვანი საბუთი, რომლის მიხედვიტ, 1661 წ. შაჰნავაზი, კარის მესტუმრე დონდარ ეჯუბისშვილს , მის ზმას და შვილებს აძლევს სომხითის ნასოფლარებს- კარასპუორსა და ნადვალეთებს.
აქ ნახსენები ნასოფლარები ფოლადაურის ძემო წელზეა, ჰუჯაბის სიახლოვეს. ისინი ეჯიბისშვილებს დაუსახლებიათ და იქაური მეპატრონეებიც გამხდარან. 1721 წლის აღწერის დვათარში სოფლებში კარასპუორში, ზემო და ქვემო ნადვალეთებში მებატონებაად თუშმალიშვილები იხსენებიან. ესენი კი ზემოხსენებული საბუთის სპარსული ტექსტის მიხედვით, იგივე ეჯუბისშვილები არიან, რადგან თუშმილი სპარსულსი მეკარეს, კამერდინერს აღნიშნავს, ამიტომაა, რომ საბუთის ქართული ტექსტის ,,დონდორა ეჯუბისშილის' ფარდად, სპარსული ტექსტი იძლევა ,,დონდარ-ბეგ თუსმალს'.
ასეთ პირობებში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნასოფლარად ქცეული ჰუჯაბი, ოდესღაც ეჯიბთა მიერ მოშენდა და სახელიც აქედან მიიღო სოფელმა. ვახუხტის რუკაზე სოფ. ჰუჯაბში აზნაურის რეზიდენცია აღნისნული . ეგების აქ იჯდა ეჯიბი, მეკარე, მცველი მგლის კარისა, ზემოთ რომ მოვიხსენიეტ. ასეთი სახელიXVII ს-ის საქართველოში დადასტურებულია ხეობაში 1609 წელს. ტაშისკარში ყურიმელ თათრებთან მომხდარი ომის დროს. გიორგი სააკაძემ წინასწარ შეკრა გასაქცევი გზა ხეობით, ახალციხისკენ. იოსებ თბილელი წერს: ,,ჩვენ სიკვდილი აღარ გვჩნდა იოტად, ანუ კეკრისა, გზები შეუკრა კორტანეთს, სალვა უფროსი მეკრისა'. ე.ი. კორტანეთის გზაზე მეკარეტა უფროსი ვინმე შალვა ყოფილა.
ანალოგიური ვითარება შეიძლება ვივარაუდოთ ფოლადაურის ზემო წელზედაც და მაშინ ჰუჯაბის სახელწოდება უფრო გასაგები გახდა.
დევი ბერძენიშვილი. 1988 წელი.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента