ЭКОНОМИКА

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში ( დასკვნა)

20.11.15 19:51




ამჟამად სიტუაცია საქართველო-სომხეთის საზღვრის რაიონში შემდეგნაირად გამოიყურება. თვით საზღვრის ხაზი პრინციპში უცვლელად დარჩა 1921 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებიდან მოყოლებული. ყოფილი ორი მაზრის სადავო ტერიტორია პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ზონად.

(ა) ზონა „ა" – ყოფილი ბორჩალოს მაზრის ყოფილი ლორეს ნაწილი ზემოთ აღწერილი მცირედი მატებით, დღესდღეობით სომხეთის შემადგენლობაში მყოფი (დღეს – სამი პროვინციის შემადგენლობაში: დიდი ნაწილი – ლორეში, აგრეთვე ნაწილობრივ შირაქსა და თავუშში). ეს ზონა არ წარმოადგენს საქართველოს პრეტენზიის საგანს, რამდენადაც თანამედროვე საქართველოს არ გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელ სახელმწიფოებთან და მათ შორის სომხეთთანაც, არც სახელმწიფოებრივ დონეზე და არც მასების შეგნებითაც. ზონა „ა"-ს ეთნიკური შემადგენლობა შეიცვალა 1918 წლის დეკემბრის ომის პერიოდთან შედარებით. სხვადასხვა ვითარებათა ძალით, რომლებიც ამ კვლევის ფარგლების გარეთ რჩება, ეს ტერიტორია ფაქტიურად გახდა მონოეთნიკური: თითქმის მისი მოსახლეობის ასი პროცენტი სომხები არიან. არსებობს მცირედი ნარჩენები ბერძნული და რუსული თემებისა.



(ბ) ზონა „ბ" – ბორჩალოს მაზრის ყოფილი ჩრდილოეთის ნაწილი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია (ქვემო ქართლის შვიდი რაიონიდან ოთხი: წალკის, დმანისის, ბოლნისის და მარნეულის) წალკის რაიონი, დღეისათვის ეთნიკური სომხებით დასახლებული და თითქმის ორი მესამედით ბერძნებით (ნახეთ 3-ე ცხრილი), იყო მაზრის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ოფიციალურად 1918 წელსაც კი არ იდავებოდა სომხეთის მიერ.

ყოფილი ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთი 1989 წლის მდგომარეობით
თანამედროვე რაიონი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი % რაიონის მთელს მოსახლეობასთან
წალკის ბერძნები 61
დმანისის აზერბაიჯანელები 63.9
ბოლნისის აზერბაიჯანელები 66
მარნეულის აზერბაიჯანელები 76.3

ცხრილი 3: ყოფილი ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთის დომინირებული ეთნიკური ჯგუფები მეოცე საუკუნის ბოლო მდგომარეობით (წყარო 1989 წლის სსრკ-ს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა).

რაც შეეხება დანარჩენ სამ რაიონს (მაზრის ის ნაწილი, რომელიც იდავებოდა სომხეთის მიერ, მაგრამ დარჩა საქართველოში 1919 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით) არსებითად შეიცვალა, აგრეთვე მათი ეთნიკური შემადგენლობაც ბოლო 90 წლის მანძილზე და დღეს იქ აზერბაიჯანელები წარმოადგენენ გარდამავალ ეთნიკურ უმცირესობას (ცხრილი სამი). შესაძლოა დღეს ამიტომაც საკითხს ამ ზონის სომხეთის კუთვნილების შესახებ, არც არვინ აყანებს.

(ბ) ზონა „ბ" –ყოფილი ახალქალაქის მაზრა (სამცხეჯავახეთის მიწის ექვსი რაიონიდან ორი: ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები). როგორც ცხრილი 4-დან ჩანს, XX საუკუნის დასაწყისთან შედარებით, მის ეთნიკურ შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.

ყოფ. ახალქალაქის მაზრა 1989 წლის მდგომარეობით
თანამედროვე რაიონი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი % მთელს მოსახლეობასთან შედარებით
ახალქალაქი სომხები 91.3
ნინოწმინდა სომხები 89.6

ცხრილი 4: ყოფილი ახალქალაქის მაზრის დომინირებული ეთნიკური ჯგუფები XX საუკუნის დასასრულის მონაცემებით (წყარო: სსრკ-ში 1989 წლის საყოველთაო აღწერა) [1]

სომხეთის პრეტენზიები ოფიციალურ დონეზე ამ ზონაზე მოცემულ მომენტში არ არსებობს. მხოლოდღა, მასების თვითშეგნების დონეზე, ბოლო ათწლეულის მიმდინარეობისას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან სწორედ ზონა „ბ" იყო სუბიექტი, რომლის ირგვლივაც რუსეთის განსაზღვრული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ნაწოლობრივ სომხეთისაც, მიმდინარეობდა საზოგადოების შეგნების აქტიური დამუშავება, როგორც სომხეთში, ასევე სომხურ დიასპორებში, რომელიც მიმართული იყო კონფლიქტური სიტუაციის შექმნისა და მაქსიმალური დაძაბულობისაკენ. სწორედ 80-იანი წლების ბოლოს აღმოცენდა ისეთი იდეოლოგემა როგორიცაა „სომხური ჯავაკხი, რომელსაც უკანონოდ ფლობს საქართველო" და მიმართული იყო საქართველოს სომხებით დასახლებული ოლქების „მეორე ყარაბახად" გადაქცევისაკენ. დღეს პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც მიმართულია სომხეთ –საქართველოს საზღვრის ზონაში დესტაბილიზაციისაკენ, მოცული აქვს მრავალრიცხოვანი ინტერნეტ-რესურსები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მთელი სომეხი ხალხის ინტერესების წარმოჩენაზე. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ უმეტესწილად სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობის აწონილი და თავშეკავებული პოზიციების წყალობით, ამ ხნის განმავლობაში, თავიდან იქნა აცილებული ჯავახეთის საკიხის კონფლიქტად გადაქცევა, პრობლემა არ დასულა მასიურ ძალმომრეობაზე, როგორც ეს მოხდა სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებში, და პროგრამაში არ იქნა დაშვებული სამხედრო ზეწოლა საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად ხორციელდება 1989 წლიდან მოყოლებული დღემდის. ჯავახეთში პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების განსაკუთრებული დადებითი იმპულსი იყო იქედან 2006 წელს რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა, აგრეთვე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროგრამების გატარება საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ. Aახლანდელი ჯავახეთის მთელი რიგი ეკონომიური და სოციალური პრობლემების, აგრეთვე 1918 წლიდან სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს შესაძლებელია მიეცეს შემდეგი რეკომენდაციები მთელი რიგი კონფლიქტურსაშიშ ფაქტორების ნეიტრალიზაციისათვის მითითებულ ზონაში:

ზონა „ბ" მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაციის ხელშეწყობა საერთო ქართულ ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში
შეიქმნას აღნიშნულ ზონაში ადგილობრივი მმართველობის კადრები, რომლებიც განათლებას ქართულ უმაღლესსასწავლებლებში მიიღებენ
რეგიონის მოსახლეობისათვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა სომხური თვითშეგნების შენარჩუნებით
ხელი შეეწყოს ამ ზონაში ინვესტიციების საკეთილდღეო მდგომარეობის შექმნას (უკანასკნელი შეიძლება პროდუქტიული აღმოჩნდეს მხოლოდ სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც მოყვანილია, როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული)
განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ამასთანავე თავიდან იქნას აცილებული ტერიტორიულ-კვაზისახელმწიფოებრივი ავტონომიის წარმოქმნა აფხაზეთისა და ოსური ავტონომიის მაგალითზე, რომელთა განვითარებამ მიგვიყვანა ომებამდის და ეთნიკურ წმენდამდის
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზონის სასწავლო დაწესებულებებში ისტორიის ობიექტურ სწავლებას, მათ შორის სომხურ ენაზეც, რომელიც წინ აღუდგება ისტორიული მითების შექმნას, რომელიც საზოგადოების შეგნებაში ჩანერგილია დესტრუქციული ძალების მიერ
ზონა „ბ"-ს მოსახლეობაში ჩატარდეს განმარტებითი პოლიტიკა, რომელიც შეძლებს მოსახლეობის მასებში გაცნობიერებას, რომ სახელმწიფო საზღვრები სრულიად არ არის აუცილებელი ეყრდნობოდეს ეთნიკურს, აგრეთვე ისიც რომ ამა თუ იმ ტერიტორიის გადასვლას მეზობელი სახელმწიფოს იურისდიქციაში შესაძლებელია ჰქონდეს უარყოფითი შედეგები, რომლებიც არსებითად გადააჭარბებს ტერიტორიულ მონაპოვარს, მოიყვანონ მაგალითები იმის შესახებ, რომ თუ როგორ შეიძლება ამგვარი ცვლილებები გადაიქცეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის დიდ უბედურებად
შესწავლილ და დანერგილ იქნას მსოფლიოს სხვა რეგიონების გამოცდილება ანალოგიურ პრობლემებში
სუბიექტური და ობიექტური წინააღმდეგობების თანმიმდევრულმა დალაგებამ, რომელიც შეიქმნა სომხეთ-საქართველოს საზღვრის ზონაში, შესაძლებელია ხელი შეუწყოს რეგიონალურ სტაბილიზაციას და გამოდგეს დადებით მაგალითად რეგიონში სხვა კონფლიქტების წარმატებით გადაჭრისათვის, რომელიც ამჟამად განვითარების უფრო საშიშ სტადიაში იმყოფება.

—————

[1] Stephen F. Jones, "Georgia: the trauma of statehood" in Jan Bremmer and Ray Taras (eds.), New States New politics: Building the Post-Soviet Nations (Cambridge, 1997), p. 506ბიბლიოგრაფია

А. Andersen and G. Partskhaladze, "La guerre soviéto-géorgienne et la soviétisation de la Géorgie (février-mars 1921)", Revue Historique des Armees, No. 254 – 1, 2009 (Paris, 2009)

Michael P. Croissant, The Armenia-Azerbaijani Conflitc: Causes and Implications (London, 1998)

J.G. Harbord, "American Military Mission to Armenia", International Conciliation, No. 151, June 1920
(New York, 1920)

J. Hoffmann, Kaukasien 1942/43: Das deutsche Heer und die Orientvoelker der Sowietunion (Freiburg, 1991)

R. Hovannisian, Armenia on the Road toIndependence (Berkley and Los Angeles, 1969)

R. Hovannisian, The Republic of Armenia (Los Angeles, 1982), Vol. I-IV

Stephen F. Jones, "Georgia: the trauma of statehood" in Jan Bremmer and Ray Taras (eds.), New States New politics: Building the Post-Soviet Nations (Cambridge, 1998)

F. Kazemzadeh, The Struggle for Transcaucasia (Oxford, 1951)

David Marshall Lang, A Modern History of Georgia (New York, 1962)

Giorgi Mazniashvili, Mogonebani 1917-1925 (Batumi 1990)

Ronald Grigor Suny, The Mаing of the Georgian Nation (Indianopolis, 1994)

M. Varandian, Le conflit armeno-georgien et la guerre du Caucase (Paris, 1919)

Э. Абрамян, Забытый легион (Ереван, 2005)

Иван Воронов, «Кавказская миссия Деникина», Красноярский рабочий, 16 августа 2008

И.М.Гаджиев, А.А. Гулиев, Нахчыван в прошлом и сегодня. (Анкара, 1998)

Ахмед Эндер Гойдемир, Юго-Западное Кавказское правительство, (Анкара, 1989)

А.И. Деникин, Очерки русской смуты, Т. IV (Берлин, 1924)

П. Ингоркова П.,О границах территории Грузии (Константинополь, 1918)

А. Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии (Тбилиси, 1998)

А.Б Кадишев, Интервенция и гражданская война в Закавказье (Москва, 1960)

Г. Квинитадзе, Мои воспоминания в годы независимости 1917-1921 (Париж, 1985)

Х. Политидис, И. Зая, И. Артемов, «Рыцарь Византизма», Русский альманах, 3-й выпуск (Москва., 1999)

У. Томсон, Обращение командующего британскими войсками в Закавказьи генерала Томсона председателю правительства Грузии ипредставителю Армении в Тифлисе (Tифлис, 14.04.1919), ЦИАГ, ф.200, оп.1, д.191, л.34 и об.

А.Чачхиани, Борьба за территориальную целостность Грузии в 1918-1919 годах (Армяно-Грузинская война). Диссертация на соискание научной степени канд. исторических наук (Тбилиси, 2006)

А. Цуциев, Атлас Этнополитической Истории Кавказа /1774-2004 (Москва, 2006)

Из истории армяно-грузинских взаимоотноошений. 1918 гOд: пограничный конфликт; переговоры; война; соглашение. (Тифлис, 1919)

Нагорный Карабах в 1918—1923 гг.: сборник документов и материалов (Ереван, 1992)

ЦГАА (02.09.1918), ф. И-39, оп.1, д.6, л.7

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента