ЭКОНОМИКА

დასკვნის მაგიერ (აფხაზი თუ აფსუა?) (ნაწილი 8 )

20.11.15 20:01


ჩვენ წლების მანძილზე ყურადღებას არ ვაქცევდით ეროვნული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გადაწყვეტას, ვერიდებოდით სიმართლის თქმას ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ხალხთა განსახლების ობიექტური მიზეზების შესახებ. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ "ინტერნაციონალიზმის" პოზიციებიდან განვიხილავდით. ეს თითქმის ბოროტმოქმედების ტოლფასი გახდა და ფილოსოფოსის თქმისა არ იყოს, ერთმა ბოროტმოქმედებამ გზა გაუხსნა მეორეს. ჩვენვე შემოგვიბრუნდა ჩვენი წინაპრის შეგონებით გაუთავებლად ხელმძღვანელობა: "ჩემს მეზობლებთან მტრობასა ისევ მოთმენა ვარჩიე". სწორედ ამ დათმობა-მოთმენამ, ჩვენდა სამწუხაროდ, კარგი ნაყოფი ვერ გამოიღო1.



საერთოდ კი, სიკეთის მქმნელობის, სოლიდარობის, ზრუნვისა და დახმარების მიუხედავად, "სხვისი ჭირის" გამზიარებელ ერს, ხშირად, ჯეროვნად როდი უფასდება სიკეთე, გაწეული ამაგი. ამიტომაც წერდა იაკობ გოგებაშვილი, რომ "...მადლს უმადურობა მოსდევს ხშირად არა მარტო კერძო პირთა შორის, არამედ ერთა შორისაც; მაგრამ ქართველი კი ყოველთვის მოშორებული ყოფილა უმადურობასა და ყველა პატარა ერს მის მფარველობაში შეხიზნულს, ერთიათად გადაუხდიდა ხოლმე მცირეოდენ სიკეთესაც კი და ანიჭებდა მათ სრულ თანასწორობას თავისთანა. მიუხედავად ამისა, ბედი ჩვენ კი სხვანაირად მოგვეპყრო და დიდი სიკეთე უმადურობით გადაგვიხადა..." ასე ხდებოდა წარსულში, ასე ხდება ამჟამადაც, რაც ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმ სიბრძნეს, რომ ისტორია ხალხის ჭკუის მასწავლებელია, იგი გათვალისწინებისათვის იწერება1.

თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილმა რელიეფურად აჩვენა, რომ კარს მოგადგება გუდამშიერი და უსახლკარო გადამთიელი. ლუკმაპურსა და თავშესაფარს გთხოვთ, ერთგულ და მორჩილ მსახურად გიჩვენებთ თავს. გულუბრყვილობის, უნიათობის, უზრუნველობისა და უდარდელობის გამო კარს გაუღებ, ჭერსა და საზრდელს მისცემ. იგი მომძლავრდება, მოღონიერდება, გალაღდება და გათავხედდება. საკუთარი სახლიდან გაგაგდებს, შენს მამულს, საქონელს მიითვისებს... რატომ და როდის ხდება ეს? როცა მოძალადის თავხედობას და შემოტევას უპირისპირდება ყალბად გაგებული კაცთმოყვარეობა115.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჯაყოობა არის სხვისი ქონების, სიმდიდრის, მამულის, სახლკარის, პატივის, სახელის მიტაცება-მითვისება, ქლესაობა, პირფერობა, ორპირობა, ურცხვი უპრინციპობა, სრული უმეცრობა და უკანონობა"116.

ათწლეულთა განმავლობაში საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში იქმნებოდა სიტუაცია, რომლის დროსაც ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია _ შევიწროების ხარჯზე ფომირდებოდა არაქართველი მოსახლეობის აშკარად პრივილეგიური მდგომარეობა. ამ იმპერიულ პოლიტიკას საბჭოური ინტერნაციონალიზმის დროშით სხვადასხვა დროის საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება დიდის გულმოდგინებით ახორციელებდა. ასეთი პოლიტიკის შედეგად, თითქმის ერთ საუკუნეში, რამდენიმე ქართული რეგიონი წმინდა არაქართულ რეგიონად იქცა და აქტიურმა არაქართველმა მოსახლეობამ ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენა საკუთარ უფლებათა შეზღუდვად აღიქვა.

ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალური ბუნება იმ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს.

სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგადასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ და მათთვის ეროვნული კარის ფართოდ გაღებამ, _ სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯებულმა გაგებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს117.

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად გრძნობს. თავის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის ტაძარში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსიც არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს _ საფრანგეთს და არც ინტერნაციონალიზმის "მედროშეს" რუსეთს.

ჩვენი ტოლერანტული შემწყნარებლობის წყალობის გამო, ქართულ დაბასოფლებს ჩამოსახლებულმა უცხო ტომის შვილებმა ისეთი სახელები დაარქვეს ვერც კი მიხვდებით, რომ ეს დასახლებები საქართველოს ტერიტორიაზეა. თავად განსაჯეთ: ფილიპოვკა, მიასნიკიანი, კიროვაკანი (ბოგდანოვკის რ-ნი), ყაურმა, ყულალისი, ვლადიმიროვკა, გორელოვკა, ეფრემოვკა, ორლოვკა, სპასოვკა, ოროჯოლარი, ასფარა, როდიონოვკა (ბოგდანოვკის რნი), მაგირლო, ჯაფარლო, ინჯაოღლი, ასახონჯალო, მუღანლო, ტაშტიკულარი, ქოშაქილისი, აჰმედლო, აბდალო, ყარათიქანი, ყარადაში (ბოლნისის რნი), აღთაღალა, ყარათაღალი, ყარაჯალი, ნაზარლო, მუღანლო (გარდაბნის რნი) და ა. შ.

XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარეთა ჩამოსახლების პროცესი, რაც საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარების პირობებში მიმდინარეობდა, შედეგად იძლევა კახეთში _ დაღესტნელი ტომების, შიდა ქართლში _ ოსთა და დასავლეთ საქართველოში ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხთა დასახლებას.

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ აფსუა იგივე აბაზაა, ადიღეს ჯიშისაა, იგივე ჩერქეზ-ქაშაგია და ქართულ მიწებზე ისევე ხიზნად არის შემოსული და საქართველოს ბედუკუღმართობის გამო აქ დამკვიდრებული, როგორც ყველა ეს ადიღე-ქაშაგ-ჩერქეზი118

დიდ სიყალბესა და დანაშაულს, უფრო მეტიც, შეგნებულ სისულელეს, რომ თითქოს აფსუებს აფხაზეთის გარდა სხვა სამშობლო არ გააჩნიათ _ ბოლო უნდა მოეღოს. დღესაც აშკარად ჩანს აფსუათა ჭეშმარიტი ადგილმდებარეობა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული დაყოფის კრებულში, რომელიც 1974 წელს არის გამოცემული მოსკოვში, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ რსფსრ-ს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში არის ადიღეჰაბლის რაიონი და მასში შედის რვა სასოფლო საბჭო, რომელთაგან ერთს ჰქვია აფსუას (Апсуанский сельсовет) სასოფლო საბჭო. ამგვარად, "აფსუანსკი" და არა "აფხაზსკი", ე. ი. იქ მათ საკუთარი სახელით იცნობენ, აქ კი მათ დაკარგეს ეს საკუთარი სახელი, რადგან შეერწყნენ კულტურულ ერს _ ქართველობას და მიიღეს მისი ერთი კუთხის, აფხაზეთის მკვიდრი ქართველის _ აფხაზის სახელწოდება119.

ზემოთ მოყვანილი დაჟინებული მოწმობანი იმის შესახებ, რომ აფხაზები აგრე ჰგვანან კავკასიის მთიელ ხალხებს, ყოფაში, სარწმუნოებით, რომ ისინი ციხეებსა და ქალაქებში არ ცხოვრობენ, რომ, როგორც ჩანს, მეხორბლეობა ან სულ არა აქვთ, ან მეტად მცირე, რომ ისინი მეგრელებს არ ჰგვანან ყოფაცხოვრებით, _ ყველაფერი ეს იმის მოწმობაა, რომ XVII საუკუნის აფხაზები მართლაც კავკასიანებია, საკმაოდ გვიან ჩამოსულნი ბარში. მათ ჯერ კიდევ ვერ აუთვისებიათ ბარი და მთიულურ ცხოვრებას განაგრძნობენ. რა თქმა უნდა, ესენი არ არიან აბორიგენები. მათ ვერ შეუთვისებიათ ქრისტიანობა, ისევე, როგორც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა (ამ ყოვლად უხვსა და ნოყიერ ქვეყანაში), ისევე როგორც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური სოციალური წყობა და გორაკებზე გვარებით (ერთი გვარის ხალხი) დასახლებულნი ცხოვრობენ. თუ მათ მიწის საკუთრება აქვთ, ის უთუოდ ამ ინსტიტუტის დასაწყისი სტადია შეიძლება იყოს, რამდენადაც აფხაზები უმთავრესად მეჯოგეობას მისდევენ და არა მიწისმოქმედებას120...

და, კვლავ აკად. ნ. ბერძენიშვილს მოუსმინოთ: "საკუთარ ისტორიას გაურბიან... აქვთ თუ არა ისტორიული გადმოცემები? თუ ესენი იმ აფხაზების გენეტიური მემკვიდრენი არიან, მათ ისტორიულ ფოლკლორში თამარი და სხვა ასეთები უნდა ჩანდეს... ნართების ეპოსი მთიელობაზე მიუთითებს"121.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთი არასდროს არ არსებოდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის ყოველთვის სხვადასხვა სტატუსით, საერისთავო, თუ სამთავრო, სახელშეკრულებო, თუ ავტონომიური უფლებით ქართულ სახელმწიფოში შედიოდა.

ამ რეგიონის უძველესი მოსახლეობა ქართველები იყვნენ, რომელნიც ყოველთვის მცხოვრებთა უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ. რაც შეეხება აფსუებს (ჩვენ რომ აფხაზებს ვუწოდებთ), რა დროიდანაც არ უნდა ცხოვრობდნენ აფხაზეთში და ვინც არ უნდა იყვნენ წარმოშობით, იქ ცხოვრების და საკუთარი კულტურის განვითარების უფლება აქვთ, მაგრამ არა აქვთ ამ რეგიონის საქართველოდან გამოყოფის უფლება123.

და ბოლოს, ჩემი ნაშრომი მინდა დავასრულო ბატონი ზაზა ქურთიშვილის სტრიქონებით:

"ო, აფხაზეთო – ტკივილო ჩემო,

ჩემო სოხუმო, გალო და გაგრა,

შენს ზღვას და ზეცას სატანა ჩემობს,

შენს მკვიდრს და პატრონს მომხდური ჩაგრავს.

ვინც შენ გაგწირა, გაქცია ნაცრად,

სისხლი და გული არა ჰქონია,

დღეს აქ ჩიტების გალობის ნაცვლად,

ისმის ტყვიების კაკაფონია.

ჩვენ – დაბრუნების, ბზიფის და რიწის,

(რისი დაკარგვაც ძვირი დაგვიჯდა),

მათ საფლავებთან მივეცით ფიცი,

ვინაც გმირულად მოკვდა ტამიშთან.

მსურს გაიფანტოს სოხუმზე ნისლი

და როცა უკვე არ ეციება,

იქ დაცემული ბიჭების სისხლი

დასკდეს ვარდისფერ ჰორტენზიებად.

სტუმართმოყვარე ბიჭვინთას, გაგრას

სატანის ნებამ ეს დღე არგუნა,

ის ძველი სითბო სადღაცას გაჰქრა

და სიძულვილმა დაისადგურა.

თქვენ, აფხაზეთის ხალხო ძირძველო,

თქვენ _ ერთმანეთი ვისაც უყვარდა,

შენ _ სტუმარო და შენც _ მასპინძელო,

მოდით, კვლავ ერთად დავსხდეთ ბუხართან.

და გავიხსენოთ ჩვენი ფესვები,

ჩვენი ძმობა და ძუძუმტეობა,

მამაპაპათა ადათწესები,

ერთად ქორწილი, ერთად დღეობა.

სანამ სისხლისგან გული დაცლილა,

ჩვენ ვართ სიამის ძმები, ტყუპები

და უცხო ხელმა თუ დაგვაცილა

აუცილებლად დავიღუპებით.

ბზიფი კამკამა, როგორც საფირი,

მთები, გაყრილი ცაში ისრებად,

გუდაუთა და ოქროს ნაპირი

მე მუდამ მახსოვს და მესიზმრება.

მკერდზე ვინ აღარ გადაგიარა,

სამოთხესავით კუთხეადგილო,

შენ _ საქართველოს ღია იარავ,

თვალო ბეჭდიდან ამოვარდნილო".

———————–

1 ვ. გოილაძე, "მიწის ენა" მრუდე სარკეში, თბ., 2007, გვ. 4.

2 შ. ბადრიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 33.

3 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 52-53.

31 გ. გასვიანი, ქართველი მეცნიერები პავლე ინგოროყვას შეხედულებებზე აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ, თბ., 2003, გვ. 37.

4 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 47.

5 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.

6 ნ. ფოფხაძე, სიმართლე აფხაზეთის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, გაზ. "ჭეშმარიტების მაძიებელი", # 2, 2000.

7 გ. ჭელიძე, ჰეი აფხაზეთო, აფსუს, აფსუავ! წიგნის სამყარო, 1990, 10 ოქტომბერი.

8 ზ. რატიანი, წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო, თბ., 1995, გვ. 54.

9 იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002, გვ. 108.

10 იქვე.

11 ს. ჯანაშია, შრომები, IV, თბ., 1968, გვ. 63.

12 ვ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 103-104.

13 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005,, გვ. 223-224.

14 ჯ. რუხაძე, შტრიხები აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას პორტრეტისათვის, თბ., 1993, გვ. 84.

15 თ. გვანცელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 58.

16 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 140.

161 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 31.

17 სპა, ფ. 14, ანაწ. 26, საქ. 380, ფურც. 19.

18 ზ. რატიანი, წყაროთა ღაღადი ანუ პირიქით საქართველო, თბ., 1995, გვ. 71.

19 იქვე, გვ. 72.

20 თ. გვანცელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 59.

21 ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობამეთევზეობის ლექსიკა ქართულში, ჟურნ. "მაცნე"", ისტორიის სერია, #14, 1997, გვ. 41. 22 სახალხო განათლება, 1990, 26 აპრილი.

23 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семьи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 212.

24 სულხანსაბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, I, თბ., 1991, გვ. 38.

25 დ. ჩუბინაშვილი, ქართულრუსული ლექსიკონი, თბ., 1984, გვ. 4.

26 დონ არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 1990, გვ. 154.

27 იაკობ რაინეგსი, დასახ. ნაშრომი, გვ. 108-109.

28 ედუარდ აიხვალდი, დასახ. ნაშრომი, გვ. 86.

29 შ. ინალიფა, აფხაზები, გვ. 37.

30 ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, თბ., 1987, წიგნი III, გვ. 170.

31 ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, თბ., 1987, წიგნი III, გვ. 170.

32 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 89.

33 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. X, თბ., 1992, გვ. 17.

34 Э. Б. Тайлор, Первобытная культура, М., 1989, с. 50.

35 Л. И. Лавров, Етнография Кавказа, Л., 1982, с. 64.

36 თ. აჩუგბა, აბხაზთა დასახლება აჭარაში, ბათუმი, 1988, გვ. 23.

37 თ. აჩუგბა, აბხაზთა დასახლება აჭარაში, ბათუმი, 1988, გვ. 14-15.

38 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 50.

39 ი. ტაბაღუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 170.

40 დონ არქანჯელო ლამბერტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 155-156.

41 გ. ნიორაძე, მიცვალებულის ჰაერზე დამარხვა, "ენიმკის მოამბე", #VVI, თბ., 1940, გვ. 59.

42 ვახუშტი, აღწერა სამეფოისა საქართველოისა, თბ., 1941, გვ. 172.

43 ს. ჭანტურიშვილი, ეთნოლოგია, თბ,. 1993, გვ. 129.

44 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 37-38.

45 ლეონ მელიქსეთბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 173.

46 თედო სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 402.

47 ს. ჭანტურიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 253.

48 გ. ნიორაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 58-59.

49 Р. Ф. Итс, Введение в этнгографию, Ленинград, 1994, с. 130.

50 იქვე, გვ. 129.

51 აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, თარგმანი და შესავალი წერილი ა. გელოვანისა, თბ., 1975, გვ. 31.

52 იქვე, გვ. 9.

53 აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, თარგმანი და შესავალი წერილი ა. გელოვანისა, თბ., 1975, გვ. 122.

54 აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, გვ. 31, სქოლიო 7.

55 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. I, თბ., 1979, გვ. 324.

56 ს. ჭანტურიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 98.

57 იქვე, გვ. 98-99.

58 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 673.

59 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის (საგვარეულო სალოცავები), "კლიო", # 7, 2000, გვ. 21.

60 თ. გვანცელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 58.

61 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.

62 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 52.

63 Ш. Иналипа, Памятники Абхазского фольклора, Сухуми 1977, с. 11. 64 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნიკური ისტორიის საკითხები ნართულ ეპოსში, "ანალები", 2001, # 2, გვ. 21.

65 შ. ინალიფა, დასახ. ნაშრომი, გვ. 101.

66 იქვე, გვ. 31.

67 იქვე, გვ. 76.

68 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 23.

69 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.

70 იქვე.

71 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.

72 იქვე, გვ. 25.

73 იქვე, გვ. 26.

74 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის (საგვარეულო სალოცავები), "კლიო", # 7, 2000, გვ. 4.

75 იქვე, გვ. 7.

76 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 78.

77 იქვე, გვ. 9.

79 იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გვ. 112.

80 ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ფრანგუიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1987, გვ. 79.

81 მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, გერმანული ტექსტი თარგმნა, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002, გვ. 118.

82 თ. გასვიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 283. 83 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 402-403.

84 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 30-31.

85 იქვე, გვ. 16.

86 ჯ. ჯანელიძე, გზა სიმართლისა და გზა სიცრუისა, კრ. "აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები", თბ., 1993, გვ. 166-167.

87 თ. მიბჩუანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19.

88 არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, გვ. 155.

89 ლ. მელიქსედბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 172.

90 Ш. Иналипа, Абхазы, Сухуми., 1960, с. 177.

91 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 386.

92 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 83.

93 შ. ინალიფა, დასახ. ნაშრომი, გვ. 90.

94 შ. ინალიფა, დასახ. ნაშრომი, გვ. 109.

95 იქვე, გვ. 118.

96 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 397.

97 იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გვ. 110.

98 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 219.

99 დონ არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, გვ. 127.

100 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 225.

101 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 225.

102 ს. ბახიაოქრუაშვილი, ზოგიერთი დაკვირვება აფხაზეთის ტოპონიმიკაზე, "კლიო", თბ., #6, 1999, გვ. 135.

103 იქვე, გვ. 140.

104 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 224-225.

105 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 399-400.

106 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 400-401.

107 ჯ. გამახარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 49.

108 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 397-398.

109 ხ. ბღაჟბა, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.

110 ვ. ბენიძე, აფხაზური სეპარატიზმი და მისი შედეგები, "საისტორიო ვერტიკალები", #2, 2002, გვ. 44.

111 სუიცსა, ფ. 607, ანაწ. 1, საქ. 2400, ფურც. 8ბ.

112 ა. ბარამიძე, ახლო წარსულიდან, თბ., 1983, გვ. 307-308.

113 ა. თოთაძე, საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი. თბ., 1993, გვ. 84-85.

114 შ. ძიძიგური, ქართული ენის თავგადასავალი, თბ., 1990, გვ. 42.

115 ა. ბაქრაძე, რწმენა, თბ., 1990, გვ. 241.

116 იქვე, გვ. 235.

117 მ. მჭედლიშვილი, იმპერიის მარწუხებში, თბ., 1990, გვ. 28.

118 ზ. რატიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 56.

119 იქვე, გვ. 235.

120 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990, გვ. 614.

121 იქვე, გვ. 618.

123 მ. ლორთქიფანიძე, აფხაზეთის სტატუსის საკითხისათვის საქართველოში, "ანალები", #1, 2005, გვ. 10.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента