ЭКОНОМИКА

ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

20.11.15 20:57




დღეს, 27 აგვისტოს ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. კრწანისში ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგიც დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ერთობლივი ძალისხმევა და წარმატებით განხორციელებული პროექტები სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში.

"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესურსის მობილიზებით და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო–საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტყილებებში. დღეწვანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სვრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის,"– განაცხადა თინა ხიდაშელმა გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ჩვენ ერთ წელზე ნაკლებ დროში მოვახერხეთ პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაცია და წვრთნისა და შეფასების ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დაარსება ნათლად წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. სასწავლო ცენტის ფუნქციონირება არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, ის იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში,"– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

იანს სტოლტენბერგმა კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთობლივი სასაწავლო ცენტრის გახსნით ნატო–საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

"საქართველოს გახდება კიდევ უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა ასევე ამაღლდება ქვეყანაში და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება. ცენტრი გახლავთ იმის დემონსტრირება, თუ რა ერთგულებით არიან აღჭურვილები საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, სამხედროები, რომლებიც ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ საერთაშორისო მისიებში, მათი მოხსენიებით, რომლებმაც თავი დადეს საერთაშორისო ოპერაციებში და ჩვენ გვსურს ჯეროვანი პატივი მივაგოთ მათ,"– განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ქართველი სამხედროების, ასევე მოკავშირე ძალების მოსამზადებლად.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента