ЭКОНОМИКА

გურამ მარხულია „დაშნაკცუტუნის“ სისხლიანი ნაკვალევი' თავი VII

21.11.15 15:48




სომხეთის შექმნის ისტორიული პროცესები სამხრეთ კავკასიაში

რუსეთი XX საუკუნის დასაწყისში ძლიერი და სწრაფი ნაბიჯებით მიისწრაფოდა კონსტიტუციურ და დემოკრატიულ გარდაქმნებისაკენ, მაგრამ ბოლშევიკების მიერ ჩაფლული იქნა სოციალურ, პოლიტიკურ და ნაციონალური საკითხების წყვდიადში. მეორე ფართო მაშტაბური მცდელობა დაემხოთ მეფის თვითმყრობელური ძალაუფლება წარმატებით დასრულდა. 1917 წლის თებერვალში გვირგვინოსანი მეფე დამხობილ იქნა. მიუხედავად ამისა რევოლუციის მთავარი საკითხი ძალაუფლების შესახებ ჯერ კდევ არ იყო გადაწყვეტილი. 1917 წლის27 თებერვალს სახელმწიფო სათათბირომ (დუმა) მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინათ დროებითი კომიტეტი სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარის მ.როდზიანკოს მეთაურობით,რათა დაემყარებინათ ურთიერთობა სამთავრობო ორგანოებთან და შექმნათ სახელმწიფოში ნორმალური ვითარება .პეტროგრადის აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარემ კ.ჩხეიძემ დაიწყომოლაპარაკება სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტთან დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.


პირველად რუსეთის ისტორიაში 1917 წლის 2 მარტს შეიქმნა დროებითი ბურჟუაზიული მთავრობა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო დროებითი მთავრობა ვალდებული იყო შეეთანხმებინა ყველა ქმედება მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოებთან. აქედან გამომდინარე რუსეთის მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანი მმართველობა. იგივე მდგომარეობა შეიქმნა ამიერკავკასიის ქვეყნებშიც. მთელი ამიერკავკასიის მართვა დაევალა რუსეთის დროებითიმთავრობის საგანგებოდ შექმნილ ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (,,ოზოკომს) კადეტ ვ. ხარლამოვის თავჯდომარეობით, რაც შეეხება მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოებს მეთაურობდა ნ.ნ. ჟორდანია.
,,სამხრეთ კავკასიისა დასაქართველოს მშრომელთა მასების უმრავლესობა მხურვალედ მიესალმება ბურჟუაზიული დროებითი მთავრობის დამხობას და მუშათა და გლეხთა ძალაუფლების დამყარებას.
თუმცა საარქივო დოკუმენტები საწინააღმდეგოს მოწმობენ. ЦК РКП(б) და ЦК КП -ს მიმოწერიდან ნათლად ჩანს, 1917-1918 წლებში ამიერკავკასიისა და სომხეთის მდგომარეობა: „მუშათა და ღარიბ გლეხთა მასებს- აღნიშნულია დოკუმენტში-წარმოდგენა არ ჰქონდათ რუსეთში არსებული პროლეტარული რევოლუციის შესახებ. ამიერკავკასიისა და სომხეთის მუშათა მასებს დმახინჯებული წარმოდგენა ჰქონდათ რუსეთში პარტიათა შორის წარმოებულ სასტიკ ბრძოლაზე, ყველაფერს უყურებდნენ ამიერკავკასიის მწირი თვალთახედვიდან, სადაც მცირერიცხოვანი ბოლშევიკური ჯგუფების წინააღმდეგ იდგნენ მსხვილი და წვრილი ბურჟუაზიული პარტიები.ოქტომბრის რევოლუციამ დაამარცხა კერენსკის ხელისუფლება, რაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ამიერკავკასიის ხალხებისათვის.როდესაც გამოქვეყნდა სახალხო კომისართა სია, მათ არავინ იცნობდა, გარდა მუშათა გარკვეული ნაწილისა.
მეფის რუსეთის დამხობამ ახალი ფურცელი გადაშალა რუსეთის ისტორიაში. თვითმპყრობელობიდან ქვეყანამ დემოკრატიულ რესპუბლიკამდე გადააბიჯა. 1917 წლის 3 მარტის დროებითი მთავრობის დეკლარაცია მიზნად ისახავდა დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დემოკრატიული უფლებების აღიარება საზოგადოების ყველა ფენისათვის: პრესის, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება; შეიცვალა წოდებრივი და ნაციონალურიგანკერძოება, განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ორგანიზაციის წესი, გადაწყდა დამფუძნებელი კრების მოწვევა სახელმწიფოს მმართველობის ფორმის ჩაყოყალიბებისა და კონსიტუციის მიღებისათვის. მილიონობით ჯარისკაცმა მიიღო სამოქალაქო უფლებები.
მიუხედავად ამისა ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფო ინარჩუნებდა მეფის რუსეთის პოლიტიკას-„ერთიანი და განუყოფელი რუსეთისა". ამიერკავკასიის არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოდიოდა რუსეთიდნ განცალკევების ლოზუნგით.
დაშნაკცუთუნი , მუსავათი და ქართველი სოციალ-დემოკრატები(მენშევიკები) იყვნენ ერთიანი და განუყოფელი რუსეთის მომხრენი. შემდგომ მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ამ პარტიებს სხვადასხვაგვარი მიდგომა ჰქონდათ ერთიან რუსეთთან მიმართებაში.
ოქტომბრის რევოლუციის პირველ დღეებში საქართველომდე აღწევდა დამახინჯებული და მწირი ცნობები, რითაც შეიძლება აიხსნას ამიერკავკასიის პოლიტიკურ მოღვაწეთა დაბნეულობა. ნ.ჟორდანია ვერ გებულობდათუ რა მოხდა 25 ოქტომბერს პეტროგრადში. ქართველ მენშევიკთა ლიდერი ფიქრობდა, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ინციდენტს, რომელიც „შეიძლება ლიკვიდირებულ იქნას". სწორედ ამიტომ 26 ბდეკემბერს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ტიფლისის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია.
რეზოლუციის მიხედვით: „ რევოლუციის ინტრესები მიგვითითებენ ამბოხების მშვიდობიანლიკვიდაციისაკენ, რევოლუციური დემოკრატიის შეთანხმების საფუძველზე".
ტიფლისის საქალაქო სხდომაზე ნ. ჟორდანიამ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა პეტროგრადის მოვლენები: „პეტროგრადის ამხობება ბოლო დღეებს ითვლის. ის თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის, რადგან საიდუმლო-შეთქმულების გზით ძალაუფლების დაპყრობა ეწინააღმდეგება რევოლუციის განვითარბის ბუნებრიობას."
ქართველი სოციალ-დემოკრატები დარწმუნებულნი იყვნენ ოქტომბრის რევოლუციის შედეგების აღმოფხვრის აუცილებლობაში. თავის მემუარებში ნ.ჟორდანია წერდა:,,ჩვენ კიდევ იმედი გვქონდა, რომ რუსეთში შეძლებდნენ ბოლშევიზმის დამარცხებას და ნორმალური მთავრობის შექმნას."
ლ.მარტოვის მიერ (მენშევიკ-ინტერნაციონალისტთა ლიდერი)დაწყებული მოლაპარაკებები ბოლშევიკებთან,ესერებთან და მენშევიკებთან,,ერთიანი სოციალისტური მთავრობის" შექმნის შესახებ, უშედეგოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოების მეორე სხდომაზე, ლ. მარტოვის პოზიციას მხარი დაუჭირა საქართველოს სოციალ-დემოკრატთა პარტიის თავჯდომარემ დ. ა. საგინაშვილმა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა, რადგანაც ბოლშევიკები არ ეთანხმებოდნენ მენშევიკებისა და მემარჯვენე ესერების მოთხოვნებს უარი ეთქვათ საბჭოების ხელისუფლებაზე. ისინი მოითხოვდნენმთავრობის მეთაურად დაენიშნათ ესერების პარტიის ერთ-ერთი ლიდერიჩერნოვი ან ავქსენტიევი.
თვით ცეკაშიც არ არსებობდა ერთსულოვნება მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.ბოლშევიკთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა საერთოსოციალისტური მთავრობის შექმნას. „ ჩვენ ვერ გაუძლებთ, ჩვენეს წინააღმდეგ დიდი ძალაა! არ გვყავს ხალხი. იზოლაციაში მოგვაგცევენ და ყველაფერი დაიღუპება"-ასე გაჰყვიროდნენ კამენიევი დ რიზანოვი.
ოქტომბრის შეიარაღებული გადატრიალბის წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატების გარდა გამოვიდნენ ამიერკავკასიის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც. დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე ფედერალისტებმა განაცხადეს „ბოლშევიკების ნაადრევი ამბოხის,ლიკვიდირების საკუთარი გზისა და მეთოდების ძებნის შესახებ." დაშნაკები კი ითხოვდნენ-„ რუსეთის დემოკრატების მხრიდან ბოლშევიკებზე ზეგავლენის მიზნით, მორალურ იზოლაციას.
ქართველი ბოლშევიკები იმედოვნებდნენ მასებში პოპულარობითდა წამოაყენეს ლოზუნგი დაუყოვნებლივდაენიშნათ ხელახალიტიფლისის საბჭოების არჩევნები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ოქტომბრის შეიარაღებული ამბოხების შემდეგ, შესძლებდნენსაბჭოებში ადგილთა უმრავლესობის დაკავებას. თუმცა ხელახალი არჩევნების შემდეგ, მენშევიკებმა შეინარჩუნეს წამყვანი პოზიციები, რამაც მათ გდამწყვეტი მოქმედებების მორალური უფლება მიანიჭა. მენშევიკებმადაითანხმესბოლშევიკებისაბჭოს დელეგაციის დაშლისა და მათი დახმარებით დაეუფლენ სამხედრო არსენალის. რამაც მისცა შესაძლებლობა შეეიარაღებინათ სამხედრო გვარდია და მისი მეშვეობით „განეიარაღებინათ ჯარისკაცთა პოლკები".
ჰქონდათ თუ არა ბოლშევიკებს ჯარისკაცთა მასებზე ზეგავლენა?- ეჭვის გარეშეა. რაც შეეხება მუშათა მასებს და ტიფლისის საშუალო ფენას, მათი პოპულარობა 1917 წლის ზაფხულთან შდარებით, ნოემბერში საგრძნობლად გაიზადა. თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მათ დაეკავებინათ საბჭოში წამყვანი პოზიციები. ტიფლისის საქალაქო სათათბიროსარჩევნებში ბოლშევიკებმა მიიღეს ხმების 5,48% (5,083) რაოდენობა, ხოლო ნომბერში ტიფლისის დამფუძნებელი კრების არჩევნბის დროს -19,07%(19,527). შესაბამისად მენშევიკებს ხმა მისცეს 31,4%-მა, ესერებს-16,6 11,28%.
1917 წლის 11 ნოემბერს მენშევიკების ინიციატივით "საზოგადოების უსაფრთხოების კომიტეტმა " თბილისში ჩაატარა თათბირი ამიერკავკასიის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზაციასთან დაკავშირებით.მონაწილეობას იღებდნენ ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ტიფლისისა და სამხარეოს საბჭოები, ოზაკომი, კავკასიის ფრონტის მთავარმხედარი,ანტანტის ქვეყნების კონსულები. სათათბიროზე უარყოფილ იქნა სოვნარკომის ძალაუფლების აღიარების საკითხი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილბა „ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ხელისუფლების"შექმნის შესახებ. ბოლშევიკებმა,პროტესტის ნიშნად დატოვეს სათათბირო.
15 ნოემბერს თათბირის ყველა მონაწილე პარტიამ, ტერიტორიის კონტროლისათვის ოზაკომის ნაცვლად მხარი დაუჭირა ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნას, რომლის თავმჯდომარედ დანიშნულ იქნამენშევიკი ე.გეგეჭკორი.18 ნოემბრის ახლად შექმნილი ორგანოს დეკლარაციაში, აღინიშნებოდა ძალაუფლების დროებითი ხასიათი, „სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, ხოლო მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ის ინარჩუნებს ძალაუფლებას დამფუძნებელი კრების წევრების შეკრებამდე კავკასიის ფრონტიდან და ამიერკავკასიიდან." დეკლარაციაში მითითებული იყო ნაციონალური საკითხის მოკლე ვადაში გადაწყვეტის აუცილებლობა, პირველ რიგში უნდა გარკვეულიყო ერის თვითგამორკვევისა და აგრარული რეფორმის საკითხები.
1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით მოწვეულ იქნა პირველი ნაციონალური ქართული ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პოლიტიკურმა პარტიმ, გარდა ბოლშევიკურისა. ყრილობას ანგარიში წარუდგინა ნ.ჟორდანიამსახელწოდებით „მიმდინარე პერიოდი და ქართველი ხალხი". ის ფაქტი, რომ ინტერპარტიული საბჭოს წევრმა პარტიებმა ანგარიშის წარდგენის უფლბა მიანდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებას, მიუთითებდა მათ საერთო ხაზზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
ნ. ჟორდანიამ დაიწყო გამოსვლა რუსეთისა და საქართველოს ინტერსების თანხვედრით."გავიდა ასი წელი-აღნიშნა მან-საქართველოს რუსეთთან გაერთებიდან.ეს არ იყო ვინმეპიროვნების კაპრიზის თუ შემთხვევითობის შედეგი, ეს იყო ისტორიული აუცილებლობა.იმ პერიოდში საქართველო იდგა დილემის წინაშე: აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. ჩვენმა წინაპრებმა გადაწყვიტეს ზურგი შეექციათ აღმოსავლეთისათვის და მიემართათ დასავლეთისათვის, სადაც გადიოდა გზა რუსეთის გავლით. აქედან გამომდინარე დასავლეთისაკენ სწრაფვა ნიშნავდა რუსეთთან გაერთიანებას.უკვე ასი წელია ვდგევართ ამ ნიადაგზე. გაერთიანება რუსეთთან მოხდა შემდეგი პირობით: ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დავჩენილიყავით რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, მაგრამ გვრჩებოდა თვითმმართველობის უფლება ადგილობრივ საკითხებში. ამპირობებიდან შესრულებულ იქნა მხოლო პირველი, რაც შეეხება მეორეს, მაშინვე დაირღვა. ბევრი განცდა და ტკივილი გადავიტანეთ ამ ასი წლის განმავლობაში, მიუხედავად ამისა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მოუთხოვია რუსეთისაგან განცალკევება, რადგან ესნიშნავდა აღმოსავლეთის წინაშე ქედის მოხრას.ეს არავის სურდა. ყველა პარტია დაადგა ერთ გზას-რუსეთის მეშვეობით გაეუმჯობესებინათ ადგილობრივიცხოვრების პირობები."
შემდგომ ჟორდანიამ, დაახასიათა მიმდინარე მოვლენები.მან ოქტომბრის რევოლუციას ნაადრევი უწოდა, ხოლო ბოლშევიკების მთავარ მიზანს ,,სოციალიზმის განხორციელებას შეუსაბამო რუსეთის მდგომარეობასა და შესაძლებლობებთან. მისი აზრით ოქტომბრის რევოლუციის სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ ბოლშევიკები თავიანთხელში იღებენ ნაციონალური მიზნების განხორციელებას (მიწების საკითხი, ზავის დადება), დაამ მიზნის მისაღწევად იყენებენ ფრაქციულ მეთოდებს. ხალხთა უმრავლესობა არ ეთანხმება ბოლშევიკების ასეთ ტაქტიკასა და მეთოდებს. ინტერპარტიულ საბჭოში შემავალი პარტიების საერთო ინტერესის გამოხატვით, ნ. ჟორდანიამ აღნიშნა, რომ მათი ორიენტაცია უცვლელი რჩებოდა-რუსეთთან ერთიანობა და რევოლუციური ხელისუფლების აღდგენა(ე.ი.დოებითი მთავრობისხელისუფლება -ა.მ.). ნ. ჟორდანიას აზრით,პოლიტიკური ძალაუფლების დასამყარებლად აუცილებელი იყო ადგილობრივი ორგანოს-სეიმის ჩამოყალიბება, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრები.
ნ.ჟორდანიას გამოსვლაში ჩადებული იყო ინტერპარტიულ საბჭოში შემავალ პარტიათა პლატფორმა ნაციონალურ საკითხებთან მიმართებაში .
ნ.ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი პროგრამა მინიმუმი ითვალისწინებდა საქართველოს სრულ თვითმმართველობას, რომელსაც ,,უნდა ჰქონდეს უფლება ადგილობრივ საქმეებთან დაკავშირებით გამოსცეს საკუთარი კანონები და ყავდეს საკუთარი ნაციონალური ადმინისტრაცია.თუ იმ დროისათვის რუსეთში შეიქმნება მუდმივი ჯარი, საქართველოშიც უნდა ჩამოყალიბდეს ქართული ჯარი, თუ შემოღებული იქნება სახალხო მილიციის სისტემა, მაშინ ჩვენთანაც უნდა იქნეს ორგანიზებული საკუთარი მილიცია, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი სასამართლო, ჩვენი სკოლები, ერთი სიტყვით ყველა დაწესებულება უნდა იქნეს ნაციონალიზირებული." აქვე მითითებული იყო, რომ საყოველთაო თანხმობის საფუძველზე უნდა მოხდეს ამიერკავკასიის ტერიტორიების დაყოფა. დასასრულს ნ. ჟორდანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „საქართველოს დემოკრატიამ უნდა მიაღწიოს ადგილობრივ თვითვმმართველობას, რუსეთის შემადგენლობაში დარჩენით."
ნაციონალურმა ყრილობამ ინტერპარტიული საბჭოს ნაცვლად შექმნა საქართველოს ნაციონალური საბჭო.1917 წლის 28 ნოემბერს საქათველოს ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ყრილობაზე შემუშავებულ იქნა საბჭოს სრუქტურა და ორგანიზაციული საკითხები.საბჭოს შემადგენლობიდან გამომდინარე ნათლად ჩანდა, რომ წამყვან როლს მენშევიკები თამაშობდნენ.
6 დეკემბერს საბჭომ გამოაქვეყნა მიმართვა ქართველი ხალხისადმი, სადაც იყო ნათქვამი, რომ ომის საზარელი შედეგები საბედისწერო აღმოჩნდა რუსეთის რევოლუციისათვის. დაირღვა სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა და ეკომომიკური წყობა. ყველასაგან საყოველთაოდ აღიარებული ერთიანი ცენტრალიზირებული მმართველობა აღარ არსებობდა. „ასეთ ვითარებაში-აღნიშნულია მიმართვაში-საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით შეიქმნა პირველი ნაციონალური ყრილობა, რომელმაც ჩამოაყალიბა მმართველი პოლიტიკური ცენტრი-საქართველოს ნაციონალური საბჭო, რომელსაც დაევალა გამოავლინოს, უხელმძღვანელოს და განახორციელოს ნაციონალური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები, დაიცვას და გაამყაროს ქართველი ხალხის რევოლუციურ-დემოკრატიული მისწრაფებები.
ყრილობამ განიხილაერის საჭირბოროტო საკითხები.პირველ რიგში სკოლის, სასამართლოს, ჯარისა და ადმინისტრაციის ნაციონალიზირება, და ა.შ. ნაციონალურ საბჭოს დაევალა მოითხოვოს და განახორციელოს სრული ნაციონალურ-ტერიტორიული საკანონმდებლო თვითვმმართველობა, საქართველოს მუსულმანური ნაწილის თვითმართველობის განხორციელბა, აგრეთვე სხვა მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა მოსახლეობა გადაწყვეტენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას".
ამრიგად, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობამ, გარდა ბოლშევიკურისა, არ მიიღო ოქტომბრის რევოლუციის იდეები.მათ ჩამოაყალიბეს საერთო პოლიტიკური ორგანო-ნაციონალური საბჭო, რომელსაც ფაქტიურად ქვეყნის მართვის ფუნქცია დაეკისრა. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობდა დაეცვა თებერვლის რევოლუციის იდეები რუსეთის დემოკრატიასთან ერთად. მიუხდავად იმისა, რომ ნაციონალურმა საბჭომ არ აღიარა სახალხო კომისართა საბჭოს ძალაუფლება, მაინც არ გაკეთებულა განაცხადი ტერიტორიის რუსეთისაგან გამოყოფის თაობაზე. ეს აიხსნება რთული საგარეოპოლიტიკური ვითარებით, რადგანაც მსოფლიოომი გრძელდებოდა და ამიერკავკასიას უპირისპირდებოდა თურქეთი. 1918 წლის 5 იანვარს მოსკოვში მოწვეულ იქნა დამფუძნებელი კრება,რომლის უმრავლესობასაც წარმოადგენდა დემოკრატიულ არჩევებში გამარჯვებული მენშევიკებისა და ესერების წარმომადგენლები. დუპუტატებმა უარი განაცხადესსაბჭოებისხელისუფლების და სრულიად რუსეთის II საბჭოების ყრილობის დეკრეტების აღიარებაზე. ამის საპასუხოდ ბოლშევიკებმა დაარბიეს დამფუძნებელი საბჭოს ყრილობა. ეს იყო აშკარა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც რუსეთი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშედააყენა. 1918 წლის 12 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატმა, განიხილა რაამიერკავკასიაშიშექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, მიღო ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის შესახებგადაწყვეტილება, რომელიც შეასრულებდა პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას .
თავის მემუარებში ნ.ჟორდანია ამიერკავკასიის საბჭოთა რუსეთისაგან გამოყოფას ასაბუთებდა შემდეგნაირად; „ დამფუძნებელი საბჭოს დარბევის შემდეგ ჩვენ დავრჩით მარტო და უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე.ეს პრაქტიკულად ნიშნავს რუსეთისაგან გამოყოფას და ცხოვრების მოწყობას საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებიდან: ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში, ძალაუფლებას რომელსაც ჩვენ ვერ ვაღიარებდით; ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების ნაწილი.რადგან რუსეთმა უარი თქვა ჩვენს დაცვაზე და ჩვენი ტერიტორიები აჩუქა თურქთს, ცხადი გახდა, რომ თვითონ რუსეთმა თქვა უარი ჩვენს ქყვეყანაზე, თვითონ წავიდა და მარტო დაგვტოვა."
1918 წლის13 თებერვალს ტიფლისში ჩატარდა ამიერკავკასიის სეიმის მეორე ყრილობა.ნ.ჩხეიძე არჩეულ იქნა სეიმის თავმჯრომარედ. მისი კანდიდატურა დაშნაკცუთუნის სახელით წარადგინა კაჩაზნუნიმ. მას მხარი დაუჭირეს შემდეგმა პარტიებმა: ლორთქიფანიძე- სოციალ-რევოლუციონერების ფრაქცია, გაჯინსკი-მუსულმანთა სოციალისტური ბლოკი, ნ.რამიშვილი-მენშევიკების ფრაქცია, მეხტიევი-რუსეთის მუსულმანთა პარტია, რუსტამბეკოვი-პარტია „მუსავათი", ლასხიშვილი-სოციალისტ-ფედერალისტურიპარტია, გ.გვაზავა-ნაციონალ დემოკრატიული პარტია.
ამირკავკასიის ბოლშევიკები გამოვიდნენ სეიმის მოწვევის წინააღმდეგ, ხოლო გახსნის დღეს ტიფლისისა და კავკასიის სამხარეო კომიტეტებმა რსდრპ(ბ) გამართეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო მიტინგი. ამიერკავკასიის კომისარიატის ბრძანებით მიტინგის მონაწილეები დახვრეტილ იქნა. სეიმზე, ამიერკავკასიის კომისარიატის ანგარიშის ჩაბარებისას ე.გეგეჭკორი იძულებული იყო გაემათლებინა მთავრობის ქმედება,რადგანაც მიტინგზე ისმოდა ლოზუნგები, რომლებიც ხალხთა მასებს მოუწოდებდნენ კომისარიატის დამხობისაკენ და სეიმის ყრილობის წინააღმდეგ მანიფესტაციის ორგანიზებისაკენ .
ბოლშევიკების დივერსიული ქმედებები კომისარიატის წინააღმდენ, როგორც აღნიშნავდა თავის გამოსვლაში ე. გეგეჭკორი, „ საგრძნობლად გაუარესდა იმის შემდეგ, რაც 1918 წლის იანვარში სოვნარკომმა სრულიად კავკასიის საგანგებო კომისრად დანიშნა შაუმიანი. ამიერკავკასიის კომისარიატმა შესთავაზა მას 24 საათის განმავლობაში დაეტოვებინა ამიერკავკასიისფარგლები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებული იქნებოდა. შაუმიანი მიიმალა. სწორედ ამის შემდეგ ალექსანდრიის ბაღში დატრიალდა ტრაგედია.10 თებერვალს კომისარიატის დაცვის შტაბმა მიიღო ინფორმაცია, რომ ძებნაში გამოცხადებული პირები იმყოფებოდნენ მიტინგზე და მოუწოდებენ ხალხთა მასებსმღელვარებისაკენ. ერთადერთი გამოსავალი იყო მათდასაპატიმრებლადძალის გამოყენება. ე. გეგეჭკორის თქმით ოპერაციის შედეგი იყო: ერთი მილიციონერი მოკლეს, მეორე განაიარაღეს, მესამე დაჭრეს.
მომიტინგეების შეიარაღებულმა დარბევამ გამოიწვია ტიფლისის მუშათა დეპუტატების მღელვარება. სეიმზე თავის გამოსვლაში ე.გეგეჭკორიაღნიშნავდა, რომ „ადგილი ჰქონდა ძალიან სამწუხარო და დასანან მოვლენას..."
მთავრობა იძულებული იყო ინციდენტის გამოსაძიებლადდაენიშნათ კომისია. ნ.ჟორდანია თავის მემუარებში წერდა: „ ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რომ გამოძიების შედეგები დარჩებოდა მაუდის ქვეშ. იმ პერიოდში ვთვლიდი, რომ აუცილებელი იყო ბოლშევიკების მიმართ რეპრესიების განხორციელება და მმათვის არ მიგვეცა მოქმედების შესაძლებლობა". რითი შეიძლება აიხსნას ნ. ჟორდანიას ასეთი დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი?
1918 წლის დასაწყისში ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებში და გლეხთა ფენებში,ბოლშევიკებმა გააქტიურეს თავიანთი პროპაგანდა. 1918 წლის გაზაფხულზე გლეხთა უკმაყოფილბა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით, გადაიზარდა შეირაღებულ გამოსვლებში ლეჩხუმში, სამეგრელოში, დუშეთში, აფხაზეთსა და შიდა ქართლში. 1918 წლის აპრილში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა სოხუმში,შემდგომ კი მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე. კოდორის ხეობაში ამბოხება ჩახშული იქნა რეგულარული ჯარის, პოლკოვნიკ კონიევის (კონიაშვილი) მეთაურობით დაეროვნული გვარდიის მიერ ვ.ჯუღელის მეთაურობით. უფრო ადრე 1918 წლის მარტში გლეხთა ამბოხებამ მოიცვა ცხინვალის რაიონი, მაგრამ რეგულარული ჯარისა და ეროვნული გვარდიისმიერ აჯანყება ჩახშობილ იქნა. 1918 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ამბოხებულმა გლეხებმა ლეჩხუმის მაზრაში დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება. ამიერკავკასიის სეიმმა მაზრა კანონგარეშედ გამოაცხადა.
1918 წლის რეპრესიული მეთოდები, რომელიც ამირკავკასიის სეიმმა და ეროვნულმაგვარდიამ განახორციელა, განპირობებული იყო საგარეო პოლიტიკური ვითარებით. დადგა რეალური საშიშროება თურქეთისმხრიდანმთელი ამიერკავკასიის დაპყრობისა. იმ დროს, ქვეყნის შიგნით არსებობდა ძალები, რომელიც ორიენტირებული იყო თურქეთისაკენ. მაგალითად აფხაზეთის შეძლებულმა ფენებმა მიმართეს მფარველობისთვის თურქეთს . მათი დახმარებით იმედოვებდნენ რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამარცხებას.ამასთან დაკავშირებითა.ჩხენკელმა მოახსენა საქართველოს ნაციონალურ საბჭოს:"თურქებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაეგზავნათ ჯარი სოხუმის დასაპყრობად, თუმცა მათ მალევე მიიღეს ინფორმაცია ეროვნული ჯარის მიერ სოხუმის აღებისა დაბოლშევიკების განდევნის შესახებ."
1918 წლის 15 თებერვალს მოწვეული იქნა სეიმის მესამე ყრილობა. მენშევიკური ფრაქციისა და მენშევიკური მუსულმანური პარტიის „გუმეთი"-ს დავალებით, ნ. ჟორდანიამყრილობაზე ჩამოაყალიბა ძირითადი შეხედულებები და დამოკიდებულება მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებზე."არსებობს ორი აზრი და ორი მიმდინარეობა-აღნიშნა ნ.ჟორდანიამ-ერთის მხრივ დემოკრატიული და მეორეს მხრივ ბოლშევიკუი.ამ ორ მიმდინარეობას შორის არსებობს სასტიკი დაპირისპირება. ეს აზრი არ გამომდინარეობს ჩვენი სურვილიდან, პირიქით, ჩვენი სურვილია რომ რევოლუციამ დაამარცხოს ბურჟუაზიული საზოგადობის ჩვევები და მივაღწიოთ სოციალიზმის გაბატონებას. ჩვენი მსოფმხედველობის საფუძველი მდგომარეობს არა სურვილში, არამედ ობიექტურ პირობებში. საზოგადოებრივმა მეცნიერებამდიდიხანია დაამტკიცა, რომ რევოლუცია საჭიროებს როგორც სუბიექტურ, ასვე ობიექტურ ფაქტორებს.ძალას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა გადატრიალებაში, მაგრამ ვერანაირი ძალისხმევით ვერ მივიღებთ ძველი საზოგადოებისაგან იმას რაც არ იყო მათში დანერგილი.თუ მოინდომებთ ამ მიმართულებით რევოლუციის გაღრმავებას(სოციალიზმის მიმართულებით-ა.მ.), მივიღებთ არა რევოლუციას, არამედ რეაქციას". ნ.ჟორდანიამ დააფიქსირა მეშევიკების აზრი, რომლის მიხედვითაც სოციალისტური რევოლუციის წინაპირობები რუსეთში არ არსებობდა.
აგრარულ საკითხთან მიმართებაში ჟორდანიამ აღიარა : „ჩვენ გვაქვს დეკრეტები, მაგრამ ეს დარჩა მხოლოდ ქაღალდზე".მნშევიკები მხარს უჭერდნენ მიწების უსასყიდლოდ გადაცემას ამირკავკასიის გლეხობისათვის."
მენშევიკების პოზიცია ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობდა შემდგომში: „ ამ საკითხს -აღნიშნა ნ. ჟორდანიამ- ყოველთვის განვიხილავდით ორი მიმართულებით: ამიერკავკასიისა და ცენტრის ურთიერთდამოკიდებულება და ჩვენს ტერიტორიეაზე მოსახლე ერების თანაარსებობის კუთხით. ბედისწერით, პირველი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჩვენ არ ვიცით რა ფორმით ჩამოყალიბდება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, ჩვნი ბედი ჩვენ არ გვეკუთვნის,არ ვიცით თურქეთთან მშვიდობიანი დაზავება რა ვალდებულებებს დაგვაკისრებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით რუსეთისაკენ, თუმცა სამწუხაროდ რუსეთი სულ უფრო და უფრო გვშორდება, როგორ დავეწიოთ, როგორ გავუწოდოთ ხელი. ჩვენთან ამიერკავკასიაში არსებობს შიდა ნაციონალური საკითხი, რომელიც რთული და ჩახლართულა".
როგორ აპირებდნენ ამ„რთული და ჩახლართული საკითხის"გადაწყვეტას მენშევიკები?
ისინი საჭიროდ თვლიდნენ ,,ტერიტორიულ დაყოფას ეროვნულ-ნაციონალური პრინციპით, ნაციონალურ-ტერიტორიული კანტონების შექმნასთან ერთად, სრული შიდა თვითმმართველობითა და ნაციონალურ უმცირესობათა უფლებების დაცვით".აგაევი გამოვიდა დემოკრატიული პარტია „მუსავათი"-სა და უპარტიო მუსულმანური დემოკრატიული ჯგუფის სახელით, რომელმაც წარადგინა ფრაქციის პოზიცია. ,,რუსეთის 1917 წლის რევოლუციამ შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა და ცალკეულ დაჩაგრულ ერებს მისცა თვითგამორკვევის უფლება ნაციონალურ-ტერიტორიული და კულტურულ-ნაციონალურ ავტონომიებზე დაყრდნობით."
აგაევმა აღნიშნა, რომ თებერვლის რევოლუციის ხელმძღვანელთაარასწორმატაქტიკამ ქვეყანა მიიყვანა დაღუპვის პირას. დაამსხვრიაცალკეულ ხალხთა იმედები, რომლებსაც ამყარებდნენ რუსეთის რევოლუციაზე. „ცენტრალიზების პრინციპმა-აღნიშნავდა აგაევი-განიცადა სრული კრახი. ნამდვილ სეიმს ვუყურებთ როგორც დამფუძნებელ საბჭოს, რომელსაც ევალება გადაწყვიტოს ყველა საჭირბოროტო საკითხი სამხარეოს,ომის, მუშათა ხალხის, მიწისა და ნაციონალური საკითხებთან დაკავშირებით...
პარტია „მუსავათ"-ი მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით, ემხრობოდა მშვიდობის საკითხის გადაწყვეტას დემოკრატიული პრინციპით, ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე, ერთა თვითგამორკვევის საფუძველზე. ხოლო აგრარულ საკითხთან მიმართებაში ითხოვდა მიწების უსასყიდლოდ ხალხისათვის გადაცემას. რაც შეეხება ნაციონალური საკითხს, მიიჩნევდა დაუყოვნებლივ აზერბაიჯანის ნაციონალურ-ტერიტორიულიავტონომიის აღიარებასა და ნაციონალურიჯარის ჩამოყალიბებას.
სომხეთის დაშნაკთა რევოლუციური პარტიის წარმომადგენელმა კაჩაზნუნმა ჩამოაყალიბა პარტიის პოზიცია „ძალაუფლების, მშვიდობის, აგრარულ და ნაციონალურ" საკითხებთან დაკავშირებით. დაშნაკებს ცალსახად მიაჩნდათ, რომ ძალაუფლება უნდა იყოს სოციალისტური. ითხოვდნენ მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმებასდა „მიწების დაუყოვნებლივ უსასყიდლოდხალხთა მასებისათვისგადაცემას, სწორუფლებიანი მფლობელობის საფუძველზე". დაშნაკების პარტია მხარს უჭერდა დაუყოვნებლივ დაზავებას ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე, ერთა თვითგამორკვევის საფუძველზე. ამ პარტიის პოზიციები ომისა და მშვიდობის, ძალაუფლების, ნაციონალურ, აგრარულ და მუშათა მასების შესახებ ემთხვეოდა რუსეთისა დაამიერკავკასიის ესერების, მენშევიკებისა და ბოლშევიკების პოლიტიკურ პარტიათა პოზიციებს. დაშნაკები ითხოვდენ 8 საათიანსამუშაო დღეს, სახელმწიფო დაზღვევასა და მუშათა შრომის დაცვას.
დაშნაკთა პოზიცია უახლოვდებოდა ქართველი მენშევიკების პოზიციას ნაციონალურ საკითხში. ისინი მხარს უჭერდნენ კავკასიის ტერიტორიულ ,,დაყოფას დამოუკიდებელ კანტონებად და მათ გაერთიანებას კავკასიის ფედერაციაში" . რადგანაც მენშევიკები წარმოადგენდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილს, მხარს უჭერდნენ დროებითიმთავრობის გადაწყვეტილებებს. სხვა ქართული პოლიტიკური პარტიების პოზიციებიც არაფრით განსხვავდებოდა მენშევიკურისაგან.1917 წელს მოწვეული იქნა ქართული ნაციონალურ ინტერპარტიული საბჭო.საბჭოზე საერთოდ არ განხილულა საქართველოს დამოუკიდებლობისსაკითხი, პირიქით, პირველსავე სხდომაზე დააყენეს ცენტრალური კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის საკითხი.
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სახელით გამოვიდა ლორთქიფანიძე. მან მხარი დაუჭირა „ სოციალისტური ძალაუფლების ჩამოყალიბებას, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი ამიერკავკასიის სეიმის წინაშე". ესერები ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში იცავდნენ ნაციონალურ-ტერიტორიულ ავტონომიის პრინციპებს. ლორთქიფანიძემ განაცხადა: „ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ახალმა მთავრობამდაამყაროსნაციონალურ-ტერიტორიული ძალაუფლება კავკასიაში".
გ.ლასხიშვილმა ყრილობას გააცნო ქართული სოციალისტ-ფედერაციული პარტიის დეკლარაცია. ნაციონალური პროგრამა ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათსატარებდა. ერთის მხრივ ლასხიშვილი აცხადებს, რომ „ ის ზეიმობს თავისი პარტიის იდეების გამარჯვებას. მათ 18 წლის წინათ გამოაცხადეს რუსეთის მოსახლეობის თავისუფალი კავშირი. მეორეს მხრივ ის ამტკიცებდა, რომ " ამ ხალხთა საერთო კანონმდებლობა და მმართველობა იქნებოდა სრულიად უშედეგოდა ხალხებს შორის გაუაზრებელი საბოტაჟის მიზეზი". სწორედ ამიტომ ფედერალისტები მიიჩნევდნენ, რომ ამიერკავკასიის ხალხის საერთო ინტერესების გამოსახატავად საჭირო იყო „ სხვა სეიმის შექმნა, რომელიც დაეყრდნობოდა ნაციონალურ-ტერიტორიულ ერთეულებს".
ფედერალისტებს სეიმის მთავარ მიზნად მიაჩნდათ კავკასიის ხალხთა გამოყოფისსაკითხი, რადგან „გამოყოფის გარეშე შეუძლებლია თვითგამორკვევა და თვითმმართველობა". „ჩვენ სოციალისტ-ფედერალისტები-განაგრძობდა ლასხიშვილი-დიდი ხანია მოვუწოდებთ კავკასიის ხალხებს ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტისაკენ, თუმცა არაფერი გაკეთებულაამ მიმართულებით.მოსახლეობის დაყოფისას საფუძვლად ვიყენბთ განსახლების ნაციონალურ პრინციპებს, შემდეგ უნდა ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა, რეფრენდუმი, განსაკუთრებით პერიფერიებში, სადაც მაქსიმალურად უნდა იქნეს უმცირესობათა უფლებებიდაცული".
ფედერალისტების პროგრამის ეს პუნქტი ემთხვეოდა ამიერკავკასიის მენშევიკების 1917 წლის VI ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციას ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ტერიტორიული თვითმმართველობის საზღვრები დგინდებოდა ხალხთა რეალური განსახლების პრინციპით, ეკონომიკური და საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით. „ ნაციონალური საზღვების გადაწევისას რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ ადგილებში,რომელთა საზღვრის განსაზღვრაც გახდება სადაო. 1917 წელს დაშნაკების ინიციატივით გაიხსნა სომხეთის ნაციონალური კონგრესი.კონგრესზეარჩეული იქნა სომხეთის ნაციონალური საბჭო, სომეხი ხალხის ნაციონალური ინტერესების დასაცავად.კონგრესში მონაწილეობას ღებულობდა 2000-ზე მეტი დელეგატი, რომელთა მთავარი ამოცანა იყო განესაზღვრათ მომავალი დამოუკიდებელი სომხეთის სახელმწიფოს საზღვრები ეთნიკური პრინციპის მიხედვით.
შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, საქართველოს აღმოსავლეთის დიდი ნაწილი უნდა შესულიყო სომხეთის საზღვრებში, თუმცა მანამდე განსაზღვრული იყო ახალი ადმინისტრაციული დაყოფის განხორციელება, რომელიც გამოყოფდა ამიერკავკასიას რუსეთისაგან, რა თქმა უნდა სომხეთისათვის სასარგებლო გზით.
სომხეთის პრეტენზიები იყო „მეცნიერულად" გაფორმებული შახმატუნიანის მიერ, რომელიც წერდა: „ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული და ტერიტორიული გამოყოფა სომხური რაიონებისა სარგებლიანია ჩვენი მეზობლებისთვისაც. ამითმატულობს მათი ნაციონალური პროცენტულობა ტერიტორიაზე.ასეთი გზით ქართველები წარმოადგენენ ტიფლისის გუბერნიის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს.ზოგიერთ ადგილას ისინი სასტიკ უმცირესობაში არიან. რაც შეეხება ახალქალაქისა და ბორჭალოს მაზრის მონაცემებს, გუბერნიაში ქართველთა პროცენტული მაჩვენებელი კი საგრძნობლად მაღალია" . ასეთი დემაგოგიური და უზნეო მეთოდებით ცდილობდნენ სომეხი ისტორიის ფალსიფიკატორები ტერიტორიული ამბიციების გამართლებას. ისტორიული წყაროები კი მოწმობენ , რომ რუსეთის მფლობელობაში მყოფი ამიერკავკასიის არც ერთ ტერიტორიაზე სომხები არ წარმოადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას.
სწორედ ეს გარემოება ადარდებდათ სომხეთის ნაციონალიზმის მესვეურებს. მათი თქმით: „ჩვენ ვისურვებდით, ისეთირაიონების არსებობას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ არა მარტო თურქ-თათრები და ქართველები, არამედ სომხებიც". უმრავლესობის მიღწევა შესაძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიიდან სომხების გადასახლებითერევნის გუბერნიაში, თუმცა ისინი ითხოვდნენ არა გადასახლებას, არამედ ზემოდ ნახსენბი საქართელოს ტერიტორიების შემოერთებას.
ჩვენი აზრით,მთლიანად ამიერკავკასიისა და კერძოდ საქართველოსათვის რეალურად განსახლების პრინციპი მიუღებელი იყო მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში, როდესაც მეფის ხელისუფლებამ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგქვეყანა დაყო გუბერნიისადმინისტრაციულ ერთეულად. ეს გამომდინარეობდა სამხედრო-კოლონიალური ადმინისტრაციის პრინციპიდან, რამაც დაარღვია ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაციონალურ-ტერიტორიული საზღვრები.
მცდარი იყო აგრეთვე,ნაციონალურ საკითხზე, ნაციონალ-დემოკრატების, მენშევიკებისა და სოციალისტ-ფდერალისტების მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შედგა 1917 წლის 16 აპრილს ტიფლისში. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს საზღვრების საკითხი. სხდომაზე მიღებული იქნათეზისები საქართველოს სადაო ტერიტორიების შესახებ.
ის ტერიტორიები, რომლის ფარგლებშიც ქართველები წარმოადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას, მიიჩნეოდა უდაო ტერიტორიებად. სადაოდითვლებოდა გარეუბნის ის ტერიტორიები, სადაც ქართველები არ წარმოადგენდნენ უმრავლესობას. სადაო საკითხები უნდა გადაეწყვიტა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვასა და რეფერენდუმს.
ასეთი მიდგომა არ იძლეოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გამოყოფის საშუალებას, რადგანაც რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომის შედეგად საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბევრი სომეხი დასახლდა. დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის სახელმწიფოებს შორის სასაზღვრო ტერიტორიების გამორკვევის საკითხები. თანდათანობით მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რომელიც საომარ მოქმედებაში გადაიზარდა.
დაშნაკთა ლიდერების მოთხოვნებმა აღაშფოთა ქართული საზოგადოება. ი. ჯავახიშვილი წერდა: ,,სომხებს დაავიწყდათ, რომ ისინი ჯავახეთში თურქეთიდან შემოვიდნენ, როგორც ლტოლვილები... ერეკლე მეორეს 1783 წელს რუსეთთან იმისთვის კი არ მოუწერია ხელი, რომ თურქებისგან დაბრუნებული ისტორიული მიწები გადაცემოდათ სომხებს. ქართული საზოგადოება ლტოლვილ-სომეხთა დასახლებას ჯავახეთში დროებით მოვლენად აღიქვამს. XIX საუკუნის განმავლობაში თურქეთში გადასახლებული ქართველი მუსულმანები არაერთხელ ცდილობდნენ თავიანთი წინაპრების მიწაზე მესხეთ-ჯავახეთში დაბრუნებას, მაგრამ მათი ადგილი დაკავებული იყო სომხების მიერ."
უპასუხისმგებლო მოთხოვნათა წამოყენებამ აღაშფოთა ქართველი ერი, თუმცა თავშეკავებულობის წყალობით, ამას არ მოჰყოლია ტრაგედია, როგორც თურქეთში.
ა. შახატუნიანი, რომელიც მუშაობდა ცენტრალური კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის სომხურ პროექტზე, იცოდა, რომ ეს მიწები ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა. ,,ამ ეტაპზე არ ღირს ამაზე პასუხის გაცემა,, ყველა შეთანხმდა იხელმძღვანელონ არა ისტორიული, არამედ ეთნიკური ფაქტორით.
თუ ეთნიკური ფაქტორით იხელმძღვანელებდნენ,თავიანთი მიზნის მიღწევა უფრო რეალური ხდებოდა, რადგანაც სომეხთა უმრავლესობა უკვე დასახლებული იყო საქართველოს უძველეს ისტორიულ მიწა-წყალზე.
ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ისტორიული მემკვიდრეობისადმი, გაურკვევლობა ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფისადმი ზრდიდა სომხური ნაციონალისტური ორგანიზაციების აგრესიულობას და ხელს უწყობდა სომხური ადმინისტრაციული ერთეულების გაფართოებას ქართული მიწების ხარჯზე. იმ პერიოდში ნ. ჟორდანია, რომელიც იმყოფებოდა ,,მეცნიერული სოციალიზმის თეორიის ზეგავლენის ქვეშ წერდა:,,ქართველი ხალხის ნაციონალური პროგრამა უნდა იქმნებოდეს არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ დანარჩენი ორი ერის მოთხოვნილებების გათვალისწინებით
ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე არ არსებობს ობიექტურ მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობილი პასუხი, არ არის განსაზღვრული ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების დანაშაულებრივი დამოკიდებულება ქართველი ხალხის ნაციონალური ინტერესებისადმი. სავარაუდოდ, არ არსებობა ფინანსურ-პოლიტიკური სისტემისა, ნაციონალური კაპიტალისა და ნაციონალური ინტელიგენციის კავშირი გახდა მიზეზი, რომ საქართველოში არ ჩამოყალიბდა ძლიერი ნაციონალურ-ეროვნული პარტია, რომელიც სომხურ-რუსულ მტრულ გარემოცვაში იბრძოლებდა ქართველი ხალხის ტერიტორიული და ეროვნული ინტერესებისათვის.
ხოლო, რაც შეეხება არსებულ პარტიებს, სოციალური ბაზის სიმცირის გამო, ვერ შეძლეს მოეზიდათ ხალხთა ფართო მასები, რადგანაც მათი პარტიული პროგრამა მარქსიზმისა და დემოკრატიული იდეებით იყო გაჟღენთილი. ინტერნაციონალიზმი არ პასუხობდა ქართველი ხალხის ნაციონალურ ინტერესებს, თუმცა ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქართველი ხალხის გამაერთიანებელი იდეა ნაციონალიზმი ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს, რომ პატრიოტულად განწყობილმა ქართველმა ინტელიგენციამ დიდი შრომა გასწია ამ მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ." ქართველ ხალხში ნაციონალიზმი არ სცდებოდა ბუნებრიობის ჩარჩოებს, ამიტომ ამ იდეამ ხალხთა ფართო მასებში ვერ ჰპოვა სათანადო გამოხმაურება. ასეთ ვითარებაში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიებისგან საქართველოს ნაციონალური ინტერესების დაცვის მოთხოვნა არარეალური იყო. ყოველივე ამან შექმნა ვაკუუმი, რომელიც ივსებოდა სომხური ჰიპერტროფირებული ნაციონალიზმით.ისინი მოუწოდებდნენ ,,უკულტურო ხალხების აყრა-გადასახლებას და მათ ტერიტორიაზე საკუთარი ნაციონალური სახელმწიფოსჩამოყალიბებას. 5/8 დეკემბერს თურქეთსა და კავკასიის არმიებს შორის დაიდო დროებითი საზავო ხელშეკრულება. განისაზღვრა დემარკაციული ხაზი. საომარი მოქმედებები შეწყდა თურქეთ-კავკასიის ფრონტზე. ამასთან ერთად, მშვიდობისაკენ სწრაფვის გამო რუსეთის ჯარი დაიშალა. მხოლოდ 1017 წელს 1,8 მილიონი დეზერტირი დაფიქსირდა .
ამიერკავკასიის ფრონტზე დეზერტირობამ მასიური ხასიათი მიიღო, ჯარი დეგრადირებული და უმართავი იყო. 1917 წლის 28 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით რუსეთის ჯარის ბრძოლისუნარიანობა ,,ნოლის ტოლი იყო." ჯარისკაცები სტიქიურად ტოვებდნენ საომარ პოზიციებს.
ასეთ მძიმე და არასტაბილურ პერიოდში 1917 წლის 29 დეკემბერს სოვნაკორმა გამოსცა დეკრეტი. ,,თურქული სომხეთის დეკრეტი მხარს უჭერდა სომეხი ხალხის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლებებს. დეკრეტი მოიცავდა: 1. ,,თურქეთის სომხეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა და სომხური სახალხო მილიციის ჩამოყალიბება. 2. სომეხ-ლტოლვილთა და ემიგრანტთა დაუყოვნებლივ დაბრუნება თურქულ-სომხურ ტერიტორიაზე. 3. ომის დროს თურქეთის მთავრობის მიერ იძულებით გადასახლებული სომხების დაბრუნება. 4. სომხეთის დროებითი სახალხო დეპუტატთა საბჭოების ჩამოყალიბება.
1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკში რუსეთს , გერმანია, ავსტრია-უნგრეთსა და თურქეთს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. დამარცხებული რუსეთი იძულებული იყო დაეთმო ბალპიისპირეთი, უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი და ეღიარებინა ფინეთის დამოუკიდებლობა. . ზავის მეოთხე მუხლის თანახმად საბჭოთა რუსეთს ,,უნდა დაეტოვებინა არმოსავლეთ ანატოლიის ტერიტორია და გადაეცა ის თურქეთისთვის . ესეიგი ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა არდაგანი, ბათუმი და ყარსი. ამიერკავკასიის მთავრობამ საბჭოთა რუსეთი დაადანაშაულა ამიერკავკასიის ხალხთა ნაციონალური ინტერესების ღალატში. კარლო ჩხეიძემ და ევგენი გეგეჭკორმა ევროპულ სახელმწიფოებს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა დააგზავნა. ნოტაში ნათქვამია: ,, შეთანხმება, რომელიც ეხება ამიერკავკასიას და მის საზღვრებს, დადებული იქნა ამიერკავკასიის მთავრობის ნებართვის გარეშე. რადგანაც ამიერკავკასის დამოუკიდებელი მთავრობა არასოდეს სცნობდა საბჭოთა ბოლშევიკურ ხელისუფლებას ბრესტის საზავო ხელშეკრულება ანულირებულდ უნდა ჩაითვალოს . პროტესტს არ მოჰყოლია საერთაშორისო აქტები. რადგანაც ამიერკავკასიას დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია და ის ჯერ კიდევ რჩებოდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში აქედან გამომდინარე საპროტესტო ნოტა არგუმენტმოკლებულად ჩაითვალა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბჭოთა რუსეთი იძულებული იყო ხელი მოეწერა დაზავებას. ეს იყო ერთადერთი გზა ხელისუფლების შენარჩუნებისა. ბოლშევიკური რუსეთი ამიერკავკასიის გარდა კარგავდა რუსეთის მესამედ ტერიტორიას. ეს იყო მილიონობით კვადრატული მეტრი, ტითქმის 50 მილიონიანი მოსახლეობით. ამ ტერიტორიაზე მოიპოვებოდა 90% ქვანახშირი, 73% რკინის მადანი და მასზე გადიოდა 54% რკინის გზა.
უცხოელი ისტორიკოსები სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი ასეთ ვითარებაში ვეღარ შეინარჩუნებდა ამიერკავკასიას. ბრესტში ძირითად შეთანხმებასთან ერთადდაიდო რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად რუსეთს 6-8 კვირის განმავლობაში უნდა მოეხდინა რუსული ჯარის ევაკუაცია დასავლეთ ანატოლიის ტერიტორიიდან და თურქეთის საზღვრებთან მისი რაოდენობა შეეზღუდა (ერთი დივიზია 150 კილომეტრ სასაზღვრო ტერიტორიაზე). რაც შეეხება სომხურ სამხედრო ძალებს, უნდა მომხდარიყო მათი დემობილიზაცია. თურქეთი თავის ჯარს საომარ მდგომარეობაში ტოვებდა. ზავის რატიფიკაციიდან, სამი თვის განმავლობაში უნდა შექმნილიყო რუსულ-თურქული კომისია, რომელიც დაადგენდა ყარსის, არდაგანის და ბათუმის საზღვრებს. დამატებითი ზავის დადებამ კიდევ უფრო გაართულა ამიერკავკასიის მდგომარეობა, რადგანაც თურქები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ხელშეკრულების განხორციელებას. 1918 წლის 7 მარტს ტრაპეზუნდში გაემგზავრა ქართული დელეგაცია ა. ჩხენკელის მეთაურობით. 1918 წლის 1/14 მარტს ტრაპეზუნდში დღის 3 საათზე გაიხსნა თურქეთ-ამიერკავკასიის სამშვიდობო კონფერენცია. თურქეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა გუსეინ რაუფ-ბეი. პირველი შეკითხვა რომელიც დაისვა იყო ,,ვინ ხართ და რომელ სახელმწიფოს წარმოადგენთ . ქართულმა დელეგაციამ აღნიშნა:,,მიუხედავად იმისა რომ ამიერკავკასიას ჯერ არ გაუკეთებია დეკლარირება და ნოტიფიკაცია, ის ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საბჭოთა რუსეთმა ნებართვის გარეშე მოაწერა ხელი ბრესტის საზავო ხელშეკრულებას და ამიტომ ითხოვდნენ მის გაუქმებას.
თურქეთის დელაეგაციამ კარგად იცოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია, ამიტომ ქართული დელეგაციის მხრიდან განაცხადი ბრესტ-ლიტოვსკის ზავის კავკასიის განყოფილების ანულირება თურქეთისთვის მიუღებლად ჩათვალა. ქართული დელეგაცია არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას და ცდილობდა დაემტკიცებინა ზავის არა ფორმალურ-იურიდიული მხარე, არამედ მისი შინაარსი. ოტომანთა დელეგაციამ წერილობით განაცხადში ქართულ მხარეს უსურვა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის მოპოვება. ამიერკავკასიის დელეგაციამ 16 თებერვალს კონფერენციის მე-4 და მე-5 სხდომებზე წარადგინა ამიერკავკასიის სეიმის მიერ შემუშავებული ოთხ პუნქტიანიდოკუმენტი. სადაც აღნიშნული იყო, რომ დამოუკიდებელი ამიერკავკასიისსახელმწიფო სამშვიდობო ზავის რატიფიცირებისას შეასრულებდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა ფორმალობას .თურქეთის დელეგაცია აღაშფოთა მეოთხე პუნქტმა („აღმოსავლეთ ანატოლიის თვითგამორკვევის საკითხით"), რადგანაცდაინახეს საშინაო საქმეებში ჩარევა." ჩვენ მიგვანიშნეს,-წერდა ო. კაჩაზნუნი- რომ თუ კიდევ ერთხელ წამოვაყენებდით თურქეთის სომხების საკითხს, ისინი ჩვენთან გაწყვეტდნენ ყველანაი ურთიერთობას.
ამის შემდეგ კონფერენცია ჩიხში მოექცა. ასეთ ვითარბაში 9/22 მარტს ორივე დელეგაციის ურთიერთშეთანხმებით გამოცხადდა კონფერენციის დროებითი დაშლა. ამიერკავკასიის დელეგაციის ერთი ნაწილი გაემგზავრა თბილისში სეიმისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად და ახალი ინსტრუქციების მისაღებად.
12/25 მარტს თბილისში მთავრობის სხდომაზე, სეიმის პრეზიდიუმისა და ფრაქციის წარმომადგენლების მიერ მოსმენილ იქნა დელეგაციის ანგარიში ტრაპეზუნდში მშვიდობიანი შეთანხმების მსვლელობის შესახებ.
ე.გეგჭკორის ანგარიშის შემდეგ, მშვიდობიანი მოლაპარაკების შესახებ, სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა : „ 1918 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მიენიჭოს საგანგებო უფლებები ამიერკავკასიის დელეგატთა თავჯდომარეს- საგარეო საქმეთა მინისტრს -ა. ჩხენკელს, რათა მან უზრუნველყოს ღირსეული სამშვიდობო საზავო ხელშეკრულება თურქეთთან,აგრეთვე,მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნებოდა ორივე მხარისათვის.
17/30 მარტს ა.ჩხენკელმა აცნობა რაუფ-ბეის მისთვის მინიჭებული საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ და, რომ: „ის მზადაა ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით წავიდეს დათმობებზე."
21 მარტს (3 აპრილს), ამიერკავკასიის რესპუბლიკის დელეგაცია კრებაზე განიხილავდა თურქეთისათვის ტერიტორიების დათმობების საკითხს. ა.ჩხენკელმა განხილვაზე გაიტანა მის მიერ შედგენილი ტერიტორიული დათმობების შემდგომი პროექტი: 1.მთლიანი ალტინსკიისოლქი. 2. არდაგანის ოლქის ნახევარზე მეტი. 3.ბეგლი-ახმეტის ქვემო ყარსის ოლქი. 4. კაგიზმანის ოლქი- ჩრდილოეთ ნაწილი. ამ პროექტმა წინააღმდეგობა გამოიწვია დაშნაკებში- კერძოდ კაჩაზნუნისა და ხატისოვის მხრიდან. მიუხედავად ამისა 23 მარტს (5 აპრილი) კონფერენციის მეექვსე და ბოლო სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ გააკეთა განცხადება ზემოდ ნახსენები ტერიტორიების თურქეთისათვის დათმობის შესახებ. დეკლარაციის მოსმენის შემდეგ სულთანის წარმომადგენლებმა მოითხოვესშესვენება, სამომავლო ინსტრუქციების მიღების მიზნით.
ამიერკავკასიის დელეგაციის მხრიდან შემოთავაზებული ტერიტორიული დათმობები აშკარად არ აკმაყოფილებდა თურქეთს.1918 წლის 24 მარტს (6 აპრილი) საღამოს 7 საათზე თურთეთის დელეგაციის თავმჯდომარემ რაუფ-ბეიმ წაუყენა ა.ჩხენკელს თურქეთის სახელმწიფოს ულტიმატუმი- პასუხი მიეცეთ 48 საათის განმავლობაში- ეთანხმება თუ არა ამიერკავკასია ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო საზავოხელშეკრულების პირობებს. 25 მარტს (7 აპრილს) ა. ჩხენკელმათურქეთის ულტიმატუმი ტელეგრაფით ამცნობა თბილისში მთავრობას. 26 მარტს (8 აპრილს) მიღებული იქნა მთავრობის პასუხი- წასულიყვნენ მაქსიმალურ დათმობაზე.
ამიერკავკასიის რესპუბლიკას რეალური საფრთხე დაემუქრა, ომი თურქეთთან გარდაუალი იყო.26 მარტს(8 აპრილს) თურქეთმა ბათუმს შეუტია. 28 მარტის (10 აპრილის) საღამოს 9 საათამდე ჯერ კიდევ არ იყო პასუხი ხელისუფლებისაგან,ამიტომ დელეგაციის თავმჯდომარემ, დელეგატების ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, უპასუხა რაუფ-ბეის, რომ ამიერკავკასია აღიარებს ბრესტ-ლიტოვსკის ზავს.
1918წლის 1/14 აპრილსმთავრობამ ამიერკავკასიის დელეგაცია გაიწვია შეთანხმების მიუღწევლობის საფუძველზე. ასე დასრულდა ტრაპიზუნდისკონფერენცია, ან როგორც მაშინ სხვანაირადუწოდებდნენ „ტრაპიზუნდის საქმიანობა" .იმვე დღეს 1/14 აპრილს თურქებმა დაიკავეს ბათუმი. სამხედრონადავლის საფასური შეადგენდა 2მლიარდ რუბლს. რაც შეეხება ბათუმის დასაცავად მზადყოფნაში 10 ათას კაციან გარნიზონიგამოყვანილი იქნა ბათუმიდან.
ასეთ რთულ სამხედრო -პოლიტიკურ ვითარებაში 1918 წლის 9/22 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. ეს ისტორიული სხდომა გახსნა სეიმის თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სეიმის წევრმა, სოციალ-დემოკრატმა დ.ონიაშვილმა. მომხსენებელიგაკვრით შეეხო ამიერკავკასიელი ხალხების-ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანლების-რუსული ორიენტაციის ობიექტურ მიზეზებსა და საერთო რევოლუციური ბრძოლის მთავარასპექტებს.მან აღინიშნა, რომ 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა.კავკასიელ ხალხთა წინაშე დადგა საკითხი: გამოეცხადებინათ ამიერკავკასია, როგორც საბჭოთა რუსეთის განუყოფელი ნაწილი თუ გამოეცხადებინათ ამიერკავკასიის დამოუკიდბლობა და საკუთარი ძალებით დაეცვათ იგი . ხანგრძლივი მსჯელობის შემდგე სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება: „გამოცხადებინათ ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერალურ რესპუბლიკად." სეიმის დადგენილებით ადფრ-ს მთავრობის ჩამოყალიბება დაევალა აკაკი ჩხენკელს. 1918 წლის 13/26 აპრილს მან კავკასიის სეიმს დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის შემადგენლობის სია, რომელიც სეიმმა ცვლილებების შეტანის გარეშე დაამტკიცა : ა.ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი; ნ.ბ.რამიშვილი-შინაგან საქმეთა მინისტრი; ა.ი.ხატისოვი-ფინანსთა მინისტრი; ხ.ბ.მელიქ-ასლანოვი-გზების მინისტრი; ფ.ხ.ხოისკი-იუსტიციის მინისტრი; გ.ტ. გიორგაძე-სამხედრო მინისტრი; ნ.გ. ხომერიკი-მიწათმოქმედების მინისტრი;მ.გ. გაჯინსკი-ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ნ.ბ.უსუბეკოვი-სახალხო განათლების მინისტრი; ა.ი.სააკიანი-სურსათმომარაგების მინისტრი; რ.ნ.კაჩაზნუნი-სახელმწიფო უზრუნველყოფისმინისტრი; ა.ა. ერზინკიანი-შრომის მინისტრი; ნ.ბ.გაიდაროვი-სახელმწიფო კონტროლი;
10/23 აპრილს სეიმმათურქეთისმთავრობას ნოტა გაუგზავნა: „ამიერკავკასია უკვე გამოცხადდა დამოუკიდებელ ფედერალურ რესპუბლიკად-შესაბამისად შესრულებულია ოსმალეთის დელეგაციის მიერ წარდგენილი 1918 წლის 31 მარტის(13 აპრილი)დეკლარაციის პირობა." ამ განცხადებას თურქეთიაღფრთოვანებითშეხვდა.ოტომანის იმპერიის მთავრობამდაუყოვნებლივაღიარა ამიერკავკასიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, მიუხედავათ ამისა, თურქებმა ბათუმის შმდეგ დაიკავაოზურგეთი ,ხოლო 12/25 აპრილს,დაკავებულ იქნა ყარსის ციხე-სიმაგრე,რომელიც მდიდარი იყო იარაღის საწყობებით, საბრძოლო ტყვია-წმლით და პროდუქტების დიდი მარაგით. თურქეთის სამხედრო ადმინისტრაციამ ამ ოლქებში ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის შედეგები წინასწარ იყო განპირობებული და ამით დაარღვია ბრესტის ხელშეკრულების პირობები. ისტორიული დროის გარდატეხის მომენტში მკვეთრდ დადგა საკითხი ნაციონალურ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის სისტემის გამომუშავებაში, მაგრამქართულ-სომხურ პოლიტიკურ წრეებში ვერ გამოიძებნა საერთო გზა, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები ყოფილიყო. ამის მთავარი მიზეზი იყო სომხური ,,ნაციონალურ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ,,მეთოდი ,რომელმაც საკმაოდ ორიგინალური ხასიათი მიიღო. სომხეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერები „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" ღიად ვერ გამოდიოდნენ თავიანთი განმანთავისუფლებლების წინააღმდეგ, მითუმეტეს როდესაც დაშნაკები ცდილობდნენ შეექმნათ ნაციონალურ-ტერიტორიული საფუძველი სომხეთის დამოუკიდებლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, სწორედ ამიტომ მათთვის აუცილებელი იყო რუსეთთან კავშირი. დაშნაკებს ეთნიკურ საკითხში ადმინისტრაციული რეფორმებისგანხორციელებაში ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების იმედიც ჰქონდათ, რომლებიც უნებლიედ აღმოჩდნენსომხური პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ.ქართველმა პოლიტიკოსებმა არ მიაქცის ყურადღება სომხების შორსმჭვრეტელ ხრიკს, და შეპირდნენ ამირკავკასიის ნაციონალური პრინციპით დაყოფას. თუმცა პოლიტიკური სიტუაციის შეცვლამ ჩაშალა მათი გეგმები, რუსეთის ომიდან გამოსვლით დაშნაკებმა დაკარგეს თავიათი მფარველი, რადგან საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის შექმნას.ქართველ პოლიტიკოსთა შეხედულებებიც შეიცვალა საკუთარი ისტორიული ტერიტორიებისადმი.ასეთ ვითრებაში სომხეთს ძველი ნაციონალური იდეის განსახორციელებლად მოუწიათ ახალი თანამოაზრეების მოძიება, სწორედ ამიტომ სომეხი პოლიტიკური მოღვაწეები არ ჩქარობდნენ სომხეთის სახელმწიფოს შექმნას ერევნის გუბრნიის ბაზაზე.ქართველ სოციალისტ-დემოკრატებმა დაკარგეს, რა იმედი დემოკრატიული რუსეთის აღდგენისა, დაიწყეს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვისმზადება.
1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის რესპუბლიკის თავმჯდომარემ ა.ჩხენკელმა მიიღო შეტყობინება ბეჰიბ-მაჰმედ-ფაშასაგან. თურქეთის სახელმწიფო ითხოვდატრაპეზუნდის კონფერენციის გაგრძელებას ამიერკავკასიის რსპუბლიკის მთავრობამ თანხმობა განაცხადა კონფერენციის გაგრძელებაზე ბათუმში.
ბათუმის კონფერენცია გაიხსნა 1918 წლის 11 მაისს , თურქეთის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ხალილ-ბეი-დელეგაციის თავმჯდომარე, ვეხიბ-ფაშა, ტეფიკ სელიმი და ნუსრედინ-ბეი .ამიერკავკასიის რესპუბლიკის მხრიდან მონაწილეობასიღებდნენ-ა.ი.ჩხენკელი-დელეგაციისთავმჯდომარე, ნ. ნიკოლაძე(სოც.-დემ.); ა.ი.ხატისიანი; რ.ი. კაჩაზნუნი(დაშნაკცუთუნი); მ.გ.გაჯინსკი და მ.ე. რასულ-ზადე(მუსავატი) , კონფერენციას ესწრებოდნენ აგრეთვე გრმანიის წარმომადგნლები-4 კაციანი დელეგაცია გენერალფონ-ლოსსის თავმჯდომარეობით, რომელთა დანიშნულება იყო არ დაეთმოთ თურქეთისათვის მთლიანად ამიერკავკასია
ბათუმისპირველ პლენარულ სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების წარმოება უნდა იყოსტრაპეზუნდის კონფერენციის გაგრძელება, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის საფუძველზე. ხალილ-ბეიმ აღნიშნა, რომ თურქული მხარე არ აპირებს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებით ხელმძღვანელობას. ბათუმის კონფერენციაზე ამიერკავკასიის რესპუბლიკის საკითხის სამი მიმართულება გამოიკვეთა:
1.ბეხიბ-ფაშას მიაჩნდა, რომ მოლაპარაკების წარმოებისას უნდა იქნეს დაცული ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მოთხოვნები. 2. მეორე მიმართულება ტალატ-ბეის მეთაურობით მიიჩნევდა, რომ აუცილბელი იყო ამიერკავკასიისაგან სხვა ტერიტორიების ჩამოშორებაც. 3. ენვერ-ფაშის მომხრეები მოითხოვდნენ მთელი ამიერკავკასიის თურქეთთან მიერთებას. თუმცა საკითხის ასეთი გადაწყვეტა გამოიწვევდა თურქეთისა და გერმანიის ინტერესების ურთიერთდაპირისპირებას, რადგანაც 1918 წლის 17 აპრილს გერმანიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილ იქნა საიდუმლო შეთანხმება ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილების შესახებ. სწორედ ამიტომ ტალატ-ბეის პოზიცია უფრო მისაღები იყო გერმანიისათვის.1918 წლის 14 მაისში ბათუმში,თურქეთის დელეგაციამ წარუდგინა მოთხოვნა ამიერკავკასიის დელეგაციას „გადაეცათ თურქეთისათვისსარკინიგზო გზა ალექსანდროპოლი-ჯულფა." ეს ნიშნავდა აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ ირანის პროთურქულ რაიონებზე ზეგავლენას, ამასთან ერთდ ამიერკავკასიის გარკვეული ტერიტორია და რკინიგზის ნაწილი ექცეოდა თურქეთის ზეგავლენის ქვეშ.
15 მაისს ა.ჩხენკელმა პროტესტი განუცხადა ხალილ-ბეის ამ მოთხოვნას, რაც ნიშნავდა ამიერკავკასიის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევას, რომლის დამოუკიდებლობაც აღიარებულ იქნა ბრწინვალე პორტას მიერ . მიერკავკასიის რესპუბლიკის მიერ მიღებული იქნა ზომები ალექსანდროპოლის დასაცავად.
ქართულმა მხარემ თურქეთის ულტიმატუმის შესახებ ამცნობა გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარეს ფონ-ლოსოვს, რომელმაც თავის მხრივოტომანთა, ავსტრო-უნგრეთის და ბულგარეთის სახელმწიფოებს გადასცა ამიერკავკასიის პროტესტი ულტიმატუმთან დაკავშირებით .
მიუხეავათ ამისა 15 მაის თურქეთმა დაიწყო საომარი მოქმედებები ამირკავკასიის რესპუბლიკისჯარის წინააღმდეგ ალექსანდროპოლის მიდამოებში. რაც კვლავ გააპროტესტა ა. ჩხენკელმა ბათუმში. თურქეთმა გააგრძელა შეტევა და იმავე დღეს 15 მაისის საღამოს დაიპყრო ალექსანდროპოლი.
15 მაის ა.ჩხენკელმა გაითვალისწინა რა სამხდრო-პოლიტიკური მოვლენები, ბათუმიდან გააგზავნასაიდუმლო წერილი ნაციონალურ საბჭოში, სადაც ნათქვამია: „თურქეთს აღარ სურს გაერთიანებული ამიერკავკასიის არსებობა, პირველი ნაბიჯი რომელიც გამოგვიყვანს ამ კატასროფიული სიტუაციიდან იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგანაც თურქეთის პროექტი ჩვენთვის მიუღებელია.."
16 მაი , ა. ჩხენკელის წირილის მიხედვით, საქართველოს ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. სომხეთის პოლიტიკური მოღვაწეები კი არ კარგავდნენ თავიანთი მიზნის განხორცილების იმედს და მოითხოვნდენ ომის გაგრძელებას თურქეთის წინააღმდეგ.
1918 წლის 19 მაის, ა.ჩხენკელმა მიიღო ფონ-ლოსსოვის წრილი, სადაც იგისთავაზობდა შუამდგომლობას თურქეთან მოლაპარაკებებში. ფონ-ლოსსოვის წინადადება განიხილა ამიერკავკასიის დელეგაციამ , საბოლოოდ გადაწყდა ფონ-ლოსოვის წინადადების მიღება. საპასუხო წერილი:" მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ამიერკავკასიის დელეგაცია იღებს თქვენს შემოთავაზებას შუამდგომლობის გაწევაში" თუმცა შემდგომში გახდა ცნობილი, რომ თურქეთი უარს ამბობს გერმანიის შუამდგომლობაზე."საუბედუროდ ჩემმა მცდელობამ არ გაამართლა" -წერდა ფონ-ლოსოვი.
მოცემულ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში აუცილებელი იყო სწრაფი და მოქნილი ღონისძიებების გატარება, თუმცა თბილისში აჭიანურებდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. რთული იყო რომელიმე სახელმწიფოსაკენ ორიენტაციის აღება და მათ სამხედრო -პოლიტიკურ დახმარებაზე დაყრდნობა, რადგანაც მსოფლიო ომი გრძელდებოდა. გერმანიისაკენ ორიენტაცია ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო საქართველოსათვის, რადგანაც მხოლოდ გერმანიას შეეძლო თურქეთის ჯარის წინსვლის შეჩერება. თუქეთს, როგორც გერმანიის მოკავშირეს არ შეეძლო წასულიყო მის წინააღმდეგ, მიუხედავად გეოპოლიტიკური წინააღმდეგობისა საქართელოს გამო. სწორედ ამის იმედი ჰქონდათ ქართველ პოლიტიკოსებს. თავის მხრივ, გერმანიისთვისაც აუცილებელი იყო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოში გამყარება. თუმცა , როგორც ზემოდ ავღინიშნეთ ერთ ბლოკში გაერთიანებული გრმანიისა და თურქეთის ამოცანებიერთმანეთს არ ემთხვეოდნენ. გერმანია ცდილობდა ბაქოს დაკავების შემდეგ, კასპიის გავლით გადაესროლა თავისი სამხედრო ძალები ინგლისელების მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ ირანის ენზელის პორტში,და იქიდან გეგმავდა ერაყში შეჭრასა და ბასრის გავლით სპარსეთის ყურეს დაკავებას. ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ შექმნილი ვითარებადაეთხოვათ გერმანიის სახელმწიფოს მფარველობა. გერმანიის სარდლობამ სიხარულით მიიღო საქართველოს წინადადება, რადგანაც მას სჭირდებოდასაქართველოს ნედლეული და სარკინიგზოკავშირგაბმულობა თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის.
აღებული კურსის მიხედვით, ბათუმში ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები შეუდგენ დამოუკიდებლობის აქტის შედგენას, შეიქმნა კომისია აქტის შესადგენად29. ქართველი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ აღაშფოთა დაშნაკები, მათ არ შეეძლოთ გერმანიისაგან მოეთხოვათ მფარველობა, ერთად ერთ ხსნას წარმოადგენდა ინგლის-საფრანგეთის ძალები, თუმცა ისინიც არ აღმოჩნდნენ საჭირო ადგილას. სწორედ ამიტომ დაშნაკები დარჩნენ სრულიად მარტო იმ ძალების წინაშეშე, რომელთა წინააღმდეგაც აპირებდნენ ბრძოლას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დაშნაკები ვერ შეეგუებოდნენ მენშევიკების კურსს, ამიტომ ა.ი.ხატისიანი ითხოვდა ნ.ნ.ჟორდანიასაგან აღებული კურსის შეცვლას, „თუ ჩვენ ვიძირებით-განაცხადა ა. ხატისიანმა-ჩავიძირებით ერთად." რასაც ნ.ჟორდანიამ უპასუხა: „ ქართველები არ არიან ვალდებულნი ჩაიძირონ, თუ იძირებიან სომხები".
22 მაის ნ.ჟორდანია გაემართა ბათუმიდან თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტით. ნაციონალური საბჭოს მოსამზადებლად მნშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისათვის ა.ჩხენკელი წერდა: „ბოლო წუთამდე არ ვკარგვდი შეთანხმებაზე ხელის მოწერის იმედს ამიერკავკასიის სახელით.., თუმცა ამას ხელს უშლის თურქეთის დამპყრობლური პოლიტიკა, შევიდნენ ერევანის გუბერნიასა და გიანჯაში და ჩამოაყალიბეს თავიანთი მმართველობა, რითაც აზერბაიჯანი ფაქტიურად მოწყვიტეს ამიერკავასიას. დარჩა მხოლოდ საქართველო, რომელსაც ყველა მხრიდან ემუქრებიან... საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება-ერთად ერთი გამოსავალია შექმნილი მდგომარეობიდან, თუმცა არც ამ შემთხვევაში ვიქნებით დაზღვეულნი თურქეთის შემოსევებისაგან. სამართლებრივი საფუძვლის შენარჩუნების მიზნით, შემოსევას წინ უნდა უძღვოდეს დამოუკიდებლობის გამოცხადება." იქვე ჩხენკელი წერდა: „ დღეს მეწვია გენერალი ფონ-ლოსსოვი, რომელსაც გავუზიარე ჩემი შეხედულებები. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ერთად ერთი გზა იყო-საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან გაუგზავნა შეტყობინება თავის სახელმწიფოს იმის შესახებ, რომ არ არსებობს ამიერკავკასიის რესპუბლიკა, არსებობს მხოლოდ საქართველო, რომელიც ხვალ გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, რომელიც ითხოვს ჩვენს მფარველობასა და აღიარებას..." . წერილის ბოლოს ა.ჩხენკელი დაჟინებითითხოვდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
მოკავშირეთა გეგმებმა საქართველოსა და მთიანად კავკასიის მიმართ გამოიწვია მწვავე დიპლომატიური ბრძოლა გერმანიასა და თურქეთს შორის. ამიერკავკასიისაგან თურქეთისყურადღების გადატანის მიზნით, გერმანია ცდილობდა, მათ სამხედრო ძალებისთის სხვა მიმართულება მიეცათ. სამხრეთ კავკასიისაკენ, თურქეთის ჯარის წინსვლამ,დააფიქრალიუდენდორფი.მან ბერლინს შეატყობინა:„ვიმეორებ ჩემს მოთხოვნას, რომ თურქებმა ყურადღება გადიტანონ სპარსეთსა და მესოპოტამიაზე". როგორც ჩანს თურქეთს არ ჰქონდა წარმატების იმედი „მითითებულ" ტერიტორიებზე და ამიტომ აგრძელებდა წინსვლას ამიერკავკასიის რესპუბლიკისაკენ.
23 მაისს ა.ჩხენკელი კვლავ აგზავნის უკმაყოფილებით აღსავსე წერილს ნაციონალურ საბჭოში: „მე ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა, თუ არა, მაშინ მე არ მესმის თქვენი ტაქტიკისა..."
24 მაისს თბილისში ჩატარდა დედაქალაქის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც „ბათუმის მშვიდობიანი მოლაპარაკებების" შესახებ ანგარიშით გამოვიდა ნ.ჟორდანია. მისი თქმით ბათუმში გერმანიის დელეგაციის ჩამოსვლა თურქებისათვის წარმოადგენდა უსიამოვნო მოულოდნელობას, რადგანაც ისინიამიერკავკასის მოლაპარაკებებს პირად საქმედ მიიჩნევდნენ. ნათელი იყო, რომ ის იზიარებდა ა.ჩხნკელის მოსაზრებას და ცდილობდა დაერწმუნებინა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომისია , რომ ამიერკავკასიის სახელმწიფოს არ გააჩნია მომავალი და ის არსებობის ბოლო დღეებს ითვლის..." . ნ.ჟორდანიას გამოსვლას არ მოჰყოლია ურთიერთდაპირისპირება, რაცნიშნავდა გერმანოფილურიგეზის მხარდაჭერას.
ამიერკავკასიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავების შემდეგ, თურქეთის არმია აგრძელებდა წინსვლას. შეიქმნა დედაქალაქ-თბილისის დაკარგვის საშიშროება და ქალაქიპანიკამ მოიცვა. 25 მაისს ქალაქის თვითმმართველობამ მოსახლეობას სიმშვიდისკენმოუწოდა. რეალური საფრთხე შეექმნათ საქართველოსა და სომხეთს. ამიტომ ლიუდენდორფი იძულებული გახდა კიდევ ერთხელ მიემართა სამხედრო მეთაურებისათვის ბერლინში: „ შეწყდეს თურქეთის მხრიდან ამიერკავკასიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები". ლიუდენფორდიაფრთხილებდა თურქეთის სახელმწიფოს,თუ ის თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მისწრაფებების გამო დააგვიანებს საკუთარი ტერიტორიების დაცვას და შეგვიქმნით სირთულეებს კავკასიაში, საიდანაც შევძლებდით ინგლისის წინააღმდეგ გამოსვლას, მაშინ იმედი არ ქონდეთ, რომ მოგვიანებით ჩვენს ხარჯზედაიბრუნებთ საკუთარ ტერიტორიებს.
ამ მოთხოვნებს ენვერ-ფაშა პასუხობდა: ,,ამიერკავკასიისაკენ თურქეთის ჯარების წინსვლა გამოწვეულია სომხების სისასტიკით მუსულმანური მოსახლეობისადმი , რისმიმართაც თურქეთიგულგრილი ვერ იქნება. რადგანაც თურქეთი არ აპირებდა დათმობაზე წასვლას, ლიუდენდორფმა ბათუმის კონფერენციიდან გაიწვია გერმანიის წარმომადგენლები, ხოლო 25 მაისს ფონ-ლოსსოვმა დატოვა ბათუმი.
ასეთ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სეიმში მენშევიკებს, დაშნაკებსა მუსავატებს შორის არ იყო ერთიანობა. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ შესთავაზა სეიმს, ეღიარებინათ ამიერკვაკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის ფაქტი. ამის შესახებ თავის გამოსვლაში ი.წერეთელმა აღნიშნა: „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ითავასეიმზე დაეყენებინა დაშლის საკითხი. ოფიციალური აქტით სეიმმა უნდააღიაროს სინამდვილე. ,, არ შეიძლება ვილაპარაკოთ ამიერკავკასიის ერთიანობაზე, როდესაც ის სინამდვილეში არ არსებობს, რადგანაც არ არსებობს, მაშინ უნდა ითქვას და ამის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი." ვერანაირი კომპრომისები ვერ შეარიგებდა სეიმში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას-წერდა მოგვიანებით ო. კაჩაზნუნი-ამის მიზეზი, დაშნაკების ლიდების აზრით, მდგომარეობდა შემდგომში : „ქართველები ხედავდნენ, რომ ჩვენ მათთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავით, ისინი ჩვენს გარეშე უფრო ადვილად მოაგვარებდნენ თავიანთ საქმეს.ხოლო აზერბაიჯანლებს მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდათ-გაერთიანებულიყვნენ თურქებთან და ერთდ შესულიყვნენ ბაქოში.თურქეთის გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანელებს აღარ სჭირდებოდათ ამიერკავკასიის ფედერაცია.., ხოლო სომხებს გვიყურებდნენ, როგორც მტრებს." ამგვარად, ცენტრალური კავკასიის ხალხთა ინტერესები არ ემთხვეოდა ერთმანეთისას, რაც გახდა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის მიზეზი.
ამიერკავკასიის სეიმის თვითდათხოვებამდე, დაშნაკებმა, რადგანაც ამ დროისთვის ვერ მოასწრეს მომავალი სომხეთისათვის ნაციონალურ-ტერიტორიული ბაზისა და დამოუკიდებელი სომხეთის შექმნა, ოფიციალურად მიმართეს ამიერკავკასიის სეიმის აზერბაიჯანულ ფრაქციას ქალაქ ერევნის სომხეთზე გადაცემის თხოვნით. რადგან სომხეთს აზერბაიჯანელმა დელეგატებმა თანხმობა განაცხედს იმ პირობით, რომ სომხური ტერორისტული და დანაშაულებრივი დაჯგუფებები შეწყვეტდნენ მასობრივ მკვლელობებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვებს აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში.
ამის შემდგომ, 1918 წლის 26 მაისს სეიმმა მიიღო ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც იუწყებოდა: „იქედან გამომდინარე, რომ იმ ხალხებს შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკას, არსებობს მკვეთრი აზრთასხვადასხვაობა ომსა და მშვიდობაზე, გახდა შეუძლებელი ერთი ავტორიტეტული ძალაუფლების არსებობასა, რომელიც ილაპარაკებდა ამიერკავკასიის სახელით. სეიმი ადასტურებს ამიერკავკასიის დაშლის ფაქტს და იხსნის უფლება-მოვალეობას". ??/
იმავე დღეს, 1918 წლის 26 მაისს გაიხსნა საქართველოს ნაციონალური საბჭოს ისტორიული სხდომა, სადაც სიტყვით წარსდგა ნოე ჟორდანია :
„მოქალაქეებო! დღეს ყველანი გახლდით ისტორიული და ამავე დროს ტრაგიკული მოვლენის მოწმეები. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და ამავე დროს საფუძველი ჩაეყარა სხვა სახელმწიფოს აღმოცენებას . იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც მოკვდა და რომელიც იქმნება, არ შეიძლება ყოფილიყო ინტერესთა სხვადასხვაობა. საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც იქმნება, არ წავა არც ერთი ერის,ხალხებისა თუ სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ.მისი მიზანია- შეინარჩუნოს თავი ამ თანამედროვე ისტორიულ ქარტეხილში.
როდესაც მივაღწევთ ამ მიზანს, ეს სახელმწიფო დაეხმარება იმათ, ვისაც იგივე განსაცდელი უწვნია. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ქვეყანაში და მის გარეთ მცხოვრებ ხალხებთნ.
ჩვენ მივაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება იმ ერის ტრაგედიას, რომლის ნაწილიც ჩვენს სახელმწიფოში ცხოვრობს, დარჩენილი ნაწილი კი -მის ფარგლებს გარეთ. ეს სომეხი ერია.
თანამედროვე ქართველები გაიხსენებენ ძველ აღქმას და სომეხი ხალხი მიიღებს ჩვენგან იგივე დაცვას, რასაც იღებდა ქართველი მეფეებისგან.ჩვენ გვინდა მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ მუსულმანებთან, რომლებიც ამიერკავკასიის უმრავლესობას წარმოადგენენ. ჩვენ ვისურვებდით, რომ მიებაძათ ჩვენი მგალითისთვის -შეექმნათ თავიანთი სახელმწიფო და გამოგვიწოდონ ხელი გაერთიანებისათვის.." ამ განცხადების შემდეგ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".ამგვარად საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივობა, რომელიც 117 წლის წინ რუსეთის მიერ იყო გაუქმებული.
ჩამოყალიბდა საქართველოს დროებითი მთავრობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დიდი წინააღმდეგობა და აღშფოთება გამოიწვია სომეხურსაზოგადოებაში. ეს შეფასდა სომეხი ხალხის ინტერესების ღალატად.ბოლშევიკი შაუმიანი შემდეგნაირად აფასებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას: „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მენშევიკების ახალ დანაშაულზე მოწმობს. ეს არის ახალი სასირცხვილო და წარმოუდგენელი ღალატის მცდელობა საქართელოს მეზობელი სომეხი ერის მიმართ."
დაშნაკების მიხედვით, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა საქართველო გამოაცხადეს განცალკევებულ რესპუბლიკად თურქეთთან სეპარატიული მოლაპარაკებების საწარმოებლად და მათგან თავის დასაღწევად სომხეთის დათმობით .
ბათუმში 26 მაისს, როდესაც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრებმა ნოე ჟორდანიასაგან მიიღეს ტელეგრამა საქართვლოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, დაშნაკების დელეგაციის ხელმძღვანელი ა.ხატისიანი ფიქრებმა მოიცვა: „მას აწუხებდა ის აზრი, რომ მოუწევდა დაეტოვებინა თბილისი, თბილისის ობსერვატორია და სხვა საერთო - საზოგადოებრივი ადგილები.საერთოდ საქართველოში ქართელები უმცირესობაში იმყოფებიან" , ამბობდა ის და თითქოს ამით გამოთქვამდა პრეტენზიას საქართველოს მისამართით.
საქართველოს დამოუკიდებლოს გამოცხადებაზე სომეხი პოლიტიკური მოღვაწეების ასეთი დამოკიდებულება აიხსნება იმით, რომ დაშნაკებმა ვერ მოასწრეს ნაციონალური ტერიტორიის მომზადება სომხეთის სახელმწიფოდ გამოცხადებისათის. ვითარება რთულდებოდა თურქების 11 მაისის ულტიმატუმითაც, რომლითაც ითხოვდნენ „საზღვრების შესწორებას", სომხეთისათვის ნაგულისხმევი ტერიტორიების თურქეთისათვის დათმობას. ქართველების ბრალი მდგომარეობდა იმაში, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დატოვეს სომხები მარტო, არ დაუჭირეს მხარი მათ სწრაფვას ტერიტორიების აზერბაიჯანლებისაგან გათავისუბლებისა და ოდესღაც არსებული სომხეთის აღდგენისაკენ.
„დაშნაკცუთუნის" ერთ ერთმა ლიდერმა ო.კაჩაზნუნმა აღნიშნა: „ჩვენი ნაციონალური ფსიქოლოგიის ერთ ერთი დამახასიათებელია-საკუთარ არაშორსმჭვრეტელობაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება, რასაც პარტია „დაშნაკცუთუნმაც" ვერ დააღწია თავი."
26 მაისს საღამოს 9 საათზე უკვე არარსებულმა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დელეგაციამ თურქეთისაგან ახალი ულტიმატუმი მიიღო. თურქეთის სახელმწიფო ითხოვდა საზღვრების ახალ „შესწორებას".ულტიმატუმის მიხედვით თურქეთის საზღვრებში უნდა შესულიყო- ნახიჩევანის მაზდა ორდუბადის გამოკლებით, შარურ-დარალაგიაზის მაზდის ნახევარი, სურმალის მაზდა, ეჩმიადძის მაზდა, ერევნის მაზდის ნახევარი, ალექსანდროპოლის მაზდის დიდი ნაწილი ქალაქ ალექსანდროპოლისა და მთელი ახალქალაქის ოლქს ჩათვლით59. ულტიმატუმი მოითხოვდა მთელი ამიერკავკასიის სარკინიგზო ქსელის კონტროლირებას თურქეთის ჯარის მიერ.
ულტიმატუმის მიღებამდე 4 საათით ადრე ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა, ამიტომ სეიმის დელეგაციის ყოფილმა წევრებმა სასწრაფოდ უპასუხეს ხალილ-ბეის: „ ულტიმატუმი, რომელიც წარუყენეთ ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობას, არ შეგვიძლია გადავცეთ დანიშნულებისამებრ, რადგან ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა"60. მიუხედავათ ამისა, თურქეთის ხელისუფლება არ დაიბნა და მითუმეტეს არ აპირებდა ამიერკავკასიის ტერიტორიებისადმი დამოკიდებულების შეცვლას.
1918 წლის 27 მაისს თბილისში აზერბაიჯანის ნაციონალურმა საბჭომ მიიღო დადგენილება აზერბაიჯანისდამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ. ოფიციალური აქტი გაფორმდა 28 მაისს, გამოცხადდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, დროებით დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი განჯა, რადგან ქალაქი ბაქო დაკავებული იყო ბოლშევიკების მიერ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დადგა სომხეთის ჯერიც. დაშნაკების მიერ ასე უარყოფითად მიღებულმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ აიძულა თურქეთის ხელისუფლება, შეეცვალა თავისი გეგმები სომხეთთან მიმართებაში. ამის ირიბი დასტურია სტამბულში ენვერის მიერ წარმოთქმული სიტვა დაშნაკთა ხელისუფლების წარმომადგენელთათვის: „ თურქი მინისტრები უკვე ორი კვირაა ფიქრობენ შექმნან თუ არა სომხეთი, ბოლოს გადაწყვიტეს შექმნან, რადგან ეს სასარგებლოა როგორც სომხებისათვის, ასევე თურქებისათვის".
ოვანეს კაჩაზნუნმა და ალექსანდრე ხატისიანმა თბილისში ჩასვლის შემდეგ ნაციონალურ საბჭოზე გააკეთეს განცხადება სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენისა და თურქეთთან მშვიდობის დამყარების შესახებ.მათი აზრით მხოლოდ ამ ნაბიჯს შეეძლო დაეცვათ ისინი ტრაგედიისაგან. საბჭომ დადებითად მიიღო დაშნაკთა შემოთავაზება და მათი დამოკიდებულება შექმნილი პოლიტიკური ვითარებისადმი.
1918 წლის 28 მაისს თბილისისა და სომხეთის ცენტრალური საბჭო იძულებული გახდა გამოეცხადებინა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. სომხეთი ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო საქართვლოსა და აზერბაიჯანის ისტორიულ ტერიტორიაზე, ხოლო დამოუკიდებელი სომხეთის ტერიტორია წარმოადგენდა მთიანი და უდაბნო მიდამოების 9 ათას კვ.კმ-ს. დიდი სომხეთის შექმნის გეგმა ჩაიშალა, თუმცა სომხეთის მმართველი ძალა არ აპირებდამიღწეულზე შეჩერებას, აყალიბებდნენ ახალ გეგმას და ნაციონალური მიზნის განსახორციელებლად ეძებდნენ ახალ მოკავშირეებს.

---------------------------------------------------------

ამით დასრულდა რომანოვების დინასტიის სამასწლიანი მმართველობა. ნიკოლოზ II (1894-1917) , რომანოვებს დინასტიის რიგით მეჩვიდმეტე მეფე.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო. დოკუმენტებისა და მასალების კრებული. (შექ. ფ. ი. კალინეჩევი). მ., 1957, გვ., 392.
რევოლუციური მოძრაობა რუსეთში თვითმპყრობელობის დამხობის შემდგომ პერიოდში. დოკუმენტები და მასალები. მ., 1957, გვ., 40-41.
ს.ე. სეფ. 1917 წლის რევოლუცია ამიერკავკასიაში. დოკუმენტები და მასალები. თბ., 1927, გვ., 17.
კადეტი-რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია.
იმ პერიოდში არსებობდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭო-თავჯდომარე ნ.ნ. ჟორდანია; კავკასიის რუსეთის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭო-თავჯდომარე დ.დონსკი;
საქართველოს ისტორიის ნარკვევები. თბ., 1972. ტ. მე-6 გვ. 33.
გამარჯვების შემთხვევაში მეფის რუსეთი დაპირდა სომხეთს ავტონომიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს თურქეთში. სომხებმა, დაიჯერეს რა დანაპირები, დაიწყეს იმ ტერიტორიების თურქებისგან გაწმენდა, რომლებიც განკუთვნილი იყო მომავალი სომხეთისათვის, თუმცა პეტროგრადის რევოლუციამ შეაშფოთა სომხები.
რუსეთის საგარეო ისტორიის დოკუმენტების ცენტრალური საცავი.ф.17.Оп.65.Д.19.Л1.(далее РЦХИДНИ).
დამფუძნებელი კრება რუსეთში-წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მმართველობის ფორმისა და კონსტიტუციის ჩამოყალიბებისათვის.
დაშნაკცუთუნი- „კავშირი", „გაერთიანება". სომხური „სოციალისტური"(ნაციონალისტური) პარტია. ჩამოყალიბდა 1890 წელს.
„მუსავათი"-„თანასწორობა". ჩამოყალიბდა 1911 წელს.
დროებითმა ხელისუფლებამ ომის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა გამარჯვებამდე ბრძოლის სურვილი და ანტანტის ქვეყნებთან სამეფო შეთანხმებების ერთგულება. ცენტრალურ კავკასიაში პარტია მუსავათი თურქეთთან ომის გაგრძელების კატეგორიულ უარზე იყო და, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, მხარს უჭერდნენ ბოლშევიკებს, რომლებიც ილტვოდნენ რუსეთის დამარცხებისაკენ იმის იმედით, რომ „ იმპერიალისტურ ომს გადააქცევდნენ სამოქალაქო ომად."
დაშნაქცუთუნის პარტია ისევე, როგორც ყველა სომეხი მიუხედავად მათი პარტიული მიკერძოებისა, სულ სხვა პოზიციას იკავებდა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კავკასიაში ნებისმიერ ანაქიულ და სეპარატისტულ ტენდენციებს. კარგად განსაზღვრავდნენ თურქეთის შემოტევის მოსალოდნელ საშიშროებას და ამიტომ ემხრობოდნენ ომის გაგრძელებას. დაშნაკებს სჯეროდათ, რომ სომეხი ხალხის ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთიან და განუყოფელ დემოკრატიულ რუსეთთან. ქართველი სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილს წარმოადგენდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ დროებით მთავრობას ომის გაგრძელების საკითხში.ქართული პოლიტიკური პარტიების იდეები არაფრით განსხვავდებოდა მენშევიკების იდეებისაგან. 1917 წლის აპრილის დასაწყისში მოწვეული ინტერპარტიული საბჭო არ აყენებდა საქართვლოს დამოუკიდებლობის საკითხს და განიხილავდა ცენტრალური კავკასიის ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფას. საქართველოს პოლიტიკური პარტიები და პირველი ყრილობა (1917წ. თბ.,1998, გვ. 42 და აშ.
1917 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაშნაკების ინიციატივით გაიხსნა სომხური ნაციონალური კონგრესი, რომელმაც სომეხი ხალხის ნაციონალური ინტერესების დასაცავად აირჩია სომხური ნაციონალური საბჭო.კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღება 200 ზე მეტი დელეგატი, რომლეთა მთავარი მიზანი იყო მომავალი დამოუკიდებელი სომხეთის სახელმწიფოს საზღვრების დადგენა. გადაწყდა საზღვრების დადგენა ეთნიკური პრინციპის მიხედვით19. შემუშავებული კონცეფციით აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი უნდა შესულიყო სომხეთის საზღვრებში, თუმცა მანამდე იგეგმებოდა რუსეთისაგან გამოყოფილი ამიერკავკასიის სომხეთისათვის ხელსაყრელი გზით ადმინისტრაციული დაყოფა.(R.G.Hovonnisian. The Republic of Armenia.Berkley.Los Angeles. 1975,pp.17-18.)სომხეთის პრეტენზიები „მეცნიერულად" იყო გაფორმებული ა. შახმატუნიანის მიერ, რომელიც წერდა: „ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული და ტერიტორიული გამოყოფა სომხური რაიონებისა მომგებიანია ჩვენი მზობლებისათვის. ამით ხომ მატულობს მათი ნაციონალური პროცენტულობა ტერიტორიაზე.ასეთი ხერხით ქართველები წარმოადგენენ ტიფლისის გუბერნიის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს.ზოგიერთადგილას ისინი სასტიკ უმცირესობაში არიან. სომხური რაიონიების -ახალქალაქისადა ბორჩალოს მაზრის გამოყოფით(ბორჩალოს მაზრა გამოეყო ტიფლისის გუბენიას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად 1880 წელს.მის შემადგენლობაში შევიდა ბორჩალოს მდაბლობი, მთიანი პროვინცია ლორი და თრიალეთი.(ა.ფ.ერინცოვი. ტიფლისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის გლეხთა ეკონომიკური ყოფიერება.ტიფლისი,1891,გვ.174.), გუბერნიაში ქართველთა პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება"(ა.შახმატუნიანი.ამირკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა. ტიფლისი,1891,გვ.174.)
ასეთი დემაგოგიური და უპრინციპო მეთოდებით ცდილობდნენ ისტორიის დამახინჯებას სომეხი ფალსიფიკატორები. ისტორიული წყაროები კი მოწმობენ(იხ. კავკასიის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული. ტიფლისი,1869,ტ.I,ნაწ.2,გვ.62), რომ რუსეთის იმპერიის ამიერკავკასიის ერევნისგუბენიაში სომხები არ წარმოადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას. (იხ.სომხების გადასახლების საკითხი ნ.ნ.შავროვი. ამიერკავკასიაში რუსული საქმის ახალი საფრთხე:"მუგანის სამომავლო მიყიდვა უცხოელებზე".СПБ.,1911,გვ.59).მითუმეტეს ამ რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტს აზერბაიჯანლები წარმოადგენდნენ. (იხ. დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიული გეოგრაფია. ბ.ბუდაგოვის რედაქტორობით. ბაქო,1998,გვ.36). სწორედ ეს გარემოება ადარდებდათ სომეხნაციონალისტთალიდერებს. მათი თქმით: „ჩვენ ვისურვებდით, რომ იარსებოს რაიონებმა, სადაც უმრავლესობას წარმოადგენენ არა მარტო თურქ-თათრები დაქართველები, არამედ სომხებიც." (იხ. ა.შახატუნიანი. ამირკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა. გვ.174.). ამ უმრავლესობის მიღწევა შესაძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიიდან სომხების გადასახლებითერევნის გუბერნიაში, თუმცა ისინი ითხოვდნენ არა გადასახლებას, არამედ ზემოთ ნახსენბი საქართელოს ტერიტორიების შემოერთებას.
დაშნაკების მოთხოვნით აღშფოთებული იყო ქართული საზოგადოება. ი.ჯავახიშვილი წერდა : ,,სომხებს დაავიწყდათ, რომ თურქეთიდან ჯავახეთში შემოვიდნენ, როგორც ლტოლვილები, 1783 წელს ერეკლე II -ეს იმისთვის არ მოუწერია ხელი რუსეთთან შეთანხმებაზე, რომ თურქეთისგან დაბრუნებული ტერიტორიები სომხებს გადაეცეთ. ჯავახეთში დასახლებას დროებით მოვლენად აღიქვამდა. XIX საუკუნის განმავლობაში თურქეთში გადასახლებული ქართველი მუსულმანები არაერთხელ ცდილობდნენ მესხეთ-ჯავახეთში დაბრუნებას, თავიანთი წინაპრების მიწაზე, მაგრამ მათი ადგილი დაკავებული იყო სომხების მიერ"
ამიერკავკასიისა და საქართვლოს საგარეო პოლიტიკის დოკუმნტები და მასალები.ტიფლისი.1919.გ2
ა. შაფირ.ქართული ჟირონდის ნარკვევები. მ., ლ., 1925. გვ., 24.
ნ.ნ. ჟორდანია. ჩემი ცხოვრება. სტენფორდი, 1968.გვ., 82.
ამიერკავკასიისა და საქართვლოს საგარეო პოლიტიკის დოკუმნტები და მასალები.ტიფლისი.1919.გ2
ა. შაფირ.ქართული ჟირონდის ნარკვევები. მ., ლ., 1925. გვ., 24.
ნ.ნ. ჟორდანია. ჩემი ცხოვრება. სტენფორდი, 1968.გვ., 82.
დ. რიდ. 10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო.მ.,1958.გვ.115
იქვე.
ა.შახატუნიანი, ის მუშაობდა ცენტრალური კავკასიის ადმინისტრაცული დაყოფის სომხურ პროექტზე, იცოდა , რომ განხილვაში მყოფი ტერიტორიები ისტორიულად ეკუთვნოდა საქართველოს, თუმცა წერდა: „ამ წინააღმდეგობაზე არ ღირს პასუხის გაცემა ჩვენ დროში. ყველამ გადაწყვინა იხელმძღვანელოს არა ისტორიული, არამედ ეთნიკური ფაქტორით"27.სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე დასახული მიზნის მიღწევა რეალურად შესაძლებელი გახდა. იმისათვის, რომ ობექტურად შევისწავლოთ მოცემული პერიოდის საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, აუცილებელია შევეხოთ ჯერ კიდევ 1912 წელს კიევში ჩატარებულ კონფერენციას. ამ კონფერენციაზე ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეპირდნენ სომხეთს, გადაეცათ მათთვის(ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის შემთხვევაში)-ახალციხე, ახალქალაქი და ბორჩალო ნავთლუღამდე(გ.მარხულია.ქართულ-სომხური ურთერთობები 1918-1920 წწ.თბ.2008)
გ.ჟვანია. ბოლშეიკები და საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება საქართვლოში. თბ. 1981.გვ.140
ნ. ჟორდანია. ჩემი ცხოვება. გვ. 81
ქალაქის საშუალო ფენები ოქტომბრის რევოლუციასა და სამოქალაქო ომში. მ.1984. გვ.162
იქვე
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხები. დოკუმენტები და მასალები.გვ.8
ЦГИАГ.Ф.1825.Оп.1. д.4. Л.35.
ЦГИАГ. Ф.1825.Оп.1. д.4.Л.37.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე არ არსებობს მეცნიერულ ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობილი სართო აზრი, არ არის შესწავლილი იმ დროინდელი ქართველი პოლიტიკოსების შეცდომების მიზეზები, თუ რატომ არ იცავდნენ ქართველი ხალხის ნაციონალურ ინტერესებს. სავარაუდოდ, არ არსებობა ძლიერი პოლიტიკურ-ფინანსური სისტემისა. ნაციონალური კაპიტალისა და ნაციონალური ინტელიგნციის გაერთიანება გახლდათ მიზეზი იმისა, რომ საქართველოში არ შეიქმნა სერიოზული ნციონალური პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც შესძლებდნენ ქართული ნაციონალური ინტერესების დაცვას რუსეთ-სომხეთის მტრულ გარემოცვაში.
არსებულმა პარტიებმა, ვერ შესძლეს მოეზიდათ საქართველოს მოსახლეობის ფართო მასები, რადგანაც მათი პროგრამა შერწყმული იყო მარქსიზმით და დემოკრატიული იდეებით. თანასწორობა და ინტერნაციონალიზმის იდეები, ვერ აკმაყოფილებდა ქართველი ხალხის ნაციონალისტურ მოთხოვნებს. თუმცა ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ქართველთა გამაერთიანებელი ძალა შეიძლება ყოფილიყო ნაციონალიზმი. აღსანიშნავია, რომ პატრიოტიზმით აღსავსე ქართველთა ინტელიგენციის გარკვეულმა ნაწილმა დიდი სამსახურია გაწია ამ მიმართულებით , მაგრამ უშედეგოდ. ქართველ ხალხში ნაციონალიმს არ გადაუბიჯებია ბუნებრივ ზღვარს,რაც დამახასიათებელია ნაციონალისტური გრძნობით შებყრობილი ხალხისთვის. ინტერნაციონალიზმი არ შეიძლება ყოფილიყო მიმზიდველი ფართო მასებისთის.ასეთ ვითარებაში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან ქართული ნაციონალიზმის დაცვის მოთხოვნა არარეალური იყო.ამ ყველაფერმა შექმნა სომხური ნაციონალიზმით გაჯერებული ვაკუუმი „ისინიმოუწოდებდნენ განედევნათ უკულტურო მეზობელი ხალხები და მათ ტერიტორიაზე ჩამოეყალიბებინათ თავიანთი ნაციონალური სახელმწიფო."
СГИАГ.Ф.1825.ОП.1.Д.4.Л.39.
СГИАГ.Ф.1825.ОП.1.Д.4.Л.1
СГИАГ.Ф.1818.ОП.2.Д.6.Л.25.
ნ.ჟორდანია. ჩემი ცხოვრება. გვ. 83
ამიერკავკასიის სეიმი:სტენოგრაფიული ანგარიში. პირველი სეს. ტიფლისი, 1918 გვ.1.
იქვე.გვ.9-11
ЦАГИАГ.Ф.1823.Оп.Д.1.Л.208.
ამიერკავკასიის სეიმი:სტენოგრ.ანგარიში.პირველი სესია.გვ.2
იქვე.გვ,4-5.
თუმცა ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში მთავრობა ინარჩუნებდა მეფის რუსეთის პოლიტიკას-„ერთიანი და განუყოფელი რუსეთისა". ამასთან ერთად ცენტრალური კავკასიის არც ერთი პარტია არ გამოდიოდა რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლის ლოზუნგით. პარტიების დამოკიდებულება ერთიანი რუსეთისადმი იყო სხვადასხვაგვარი,რაზეც მოწმობს შემდგომი მოვლენები.
იქვე გვ.48-50.
იქვე.
დაშნაკუცუნთა პარტია და სომეხი ხალხი,მიუხდავად პოლიტიკური შეხედულებებისა, გამოდგენ გააფთრებულ დამცველებად. მათ კარგად ესმოდათ თუ რა შედეგი მოჰყვებოდა თურქეთის შემოსევას და სწორედ ამიტომ მხარს უჭერდნენ ომის გაგრძელებას.ისინი წინააღმდეგნი იყვნენ კავკასიაში ანარქისტული და სეპარატისტული ტენდენციებისა. მათ სჯეროდათ, რომ სომეხი ხალხის ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთიან და განუყოფელ რუსეთთან.
იქვ. გვ.36-38
იქვე.
შ.ი. ვადაჭკორია, პოლიტიკური პარტიები და პირველი ქართული ნაციონალური ყრილობა(1917წ), თბ. 1998, გვ. 42 და შემდეგი.
იქვე. გვ.27-28
იქვე
იქვე
ნ. ჟორდანია. ამიერკავკასიის ნაციონალური საკითხი: თეზისები და რეზოლუციები. ტიფლისი, 1917. გვ. 34
R.G,Hovannisian.The Republic of Armenia.Berkley.Los Angeles.London.1975, pp17-18.
ა.შახატუნიანი. კავკასიის ადმინისტრაციული საზღვარების გაყოფა, ტიფლისი, 1891. გვ. 174.
იხ. საქართველოს სტატისტიკურ მონაცემთა კრებული. ტიფლისი. 1869. ტ.1. გან.2, გვ. 62
უფრო მეტიც, ერევნის გუბერნიაში სომეხთა დასახლებამდე (სომეხი ხალხის გადასახლების საკითხი. ნ. შავროვი." ამიერკავკასიაში რუსული საქმის ახალი საფრთხე: მუგანის მოსალოდნელი მიყიდვა უცხოელთათვის".1911.გვ59 ) ამ ტერიტორიის მოსახლეობის 70%-ზე მეტს წარმოადგენდნენ აზერბაიჯანლები.(დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიული გეოგრაფია . ბ.ბუდაგოვის რედაქციით. 1998, გვ. 36)
ა.შახატუნიანი. კავკასიის ადმინისტრაციული ზღვარი, გვ.174
ЦГИАГ.Ф.1836.Оп.1.Д.6.Л.1.
ЦГИАГ. Ф. 1836.Оп.1.Д.6.Л.1-2
ი.ა.ჯავახიშვილი. საქართველოს საზღვრები. ტიფლისი, 1919, გვ.49, 54-55
მიუხედავად ყველაფრისა, სომხეთმა მაინც გამოაცხადა საქართველო მეორე მესოპოტამიად. (დ. ჭუმბურიძე. ქართულ-სომხური ურთიერთდამოკიდებულება და ქართული საზოგადო აზრი 1918-1921 წწ .თბ.1990, გვ.15)
ა. შახატუნიანი. ამიერკავკასიის ადმინისტრაციული გადანაწილება, გვ. 175
ნ.ნ. ჟორდანია. ამიერკავკასიის ნაციონალური საკითხი. თბ., 1917, გვ.13.
ი. გ. ჭავჭავაძე დგამდა განსაზღვრულ ნაბიჯებს მოცემული მიმართულებით, თუმცა არ მიეცა განვითარების საშუალება.
საინტერესოა ბ. იშხანიანის აზრი ქართული და სომხური ნაციონალიზმის შესახებ. ქართულ ნაციონალიზმს ის მიიჩნევდა „რეაქციულსა და არამეცნიერულს", ხოლო სომხური ნაციონალიზმი მისი აზრით „პროგრესიული და კულტურული დარგის მატარებელი იყო". (ბ.იშხანიანი. საქართველო-სომხეთის ანტაგონიზმის ეკონომიურ-საზოგადოებრივი საფუძვლები. ტიფლისი, 1914, გვ. 83-84)
ნ. ჟორდანია. ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი. კრ. ტიფლისი, 1911, გვ.554
იქვე, გვ. 555-556.
კარიბი (პ. გელაშვილი). წითელი წიგნი. თიფლისი, 1929, გვ., 17.
მ. სვანიძე. 1917 წლის 18 დეკემბრის ერზიჯანის საზაო ხელშეკრულება. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. ტ. IV, თბ., გვ. 170-179.
იქვე. დოკ. N14, გვ. 18-23.
Rutherford Ward. The Russian Army in World War III.L.: Gremonesi Rubliashers. 1975, p. 250-253.
Florinsky Michael. The End of the Russian Empire ...,p.261.
ოქტომბრის რევოლუციის დეკრეტები. მ. 21933, ტ. 1, გვ. 393-394.
პირველი მსოფლიო ომის ისტორია. ტ.2. გვ. 434
საერთაშორისო პოლიტიკის უახლესი ისტორიის ხელშეკრულებები და დეკლარაციები. მ., 1926, მე-2 ნაწილი, გვ. 124.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საშინაო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ. N48, გვ. 85-86.
პირველი მსოფლიო ომის ისტორია. ტ. 2 გვ. 434.
R.R. Abramovitch. The Soviet Revolution 1917-1939. London, 1962, p. 139; David Marshall Lang. A Centurt of Russian Impact on Gorgia. Russian and Azia. Essays on the Influence pf Russia on the Asian Peoples. Edited by Wayne S. Vucinich, Stanford. 1972, p. 229; Poland Gregor Suny. The Making of the Gorgian Nation. London, 1989,p. 191.
სსრკ და თურქეთი. (რედ. ე.მ. ჟუკოვა.) მ. 1981, გვ. 6.
სსრკ საშინაო პოლიტიკის დოკუმენტები. მ. ტ.1. გვ. 199-200.
ტრაპეზუნდი იქცა მოლაპარაკებების ნეიტრალურ ქალაქად, თუმცა ტრაპიზუნდში დელეგაციის ჩასვლისას (8 მარტს, საღამოს) ქალაქი უკვე დაკავებული იყო თურქთეთის ჯარის მიერ (ზ.დ.ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო პოლიტიკაში 1918-1921წწ.მოგონებები. თბ., 1990,გვ. 32)
ტრაპეზუნდის კომისიამ სულ 6 პლენარული სხდომა და 2 თათბირი ჩაატარა. კომისიამ შეწყვიტა მუშაობა 1/14 აპრილს.
სეიმის დელეგაციამ მოითხოვა ტრაპეზუნდის ნეიტრალიტეტი. თურქეთის მხრიდან ეს წინადადება უარყიფილ იქნა. სეიმის დელეგატთა წევრებს არ უნდოდათ სიტუაციის გამწვავება და ნეიტრალიტეტის საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.
ЦГИАА.А.200. ОП.№1 .Д .№ 9, л. 158-160
იქვე
ტრაპეზუნდის კონფერენციის მე-3 სხდომის მასალები. ЦГИАА.Ф.200, Оп. №1, Д. №9, Л. 165.
იქვე. 167.
იქვე.
ტრაპეზუნდის კონფერენციის მე-5 მასალები. ЦГИАА.Ф.200, Оп. № 1, Д. №9, л. 169.
ო.კაჩაზნუნი.დაშნაკცუთუნს არაფერი დარჩა გასაკეთებელი,გვ.23-24.
თბილისში 8/21 მარტს, გადაწყდა ტრაპეზუნდის კონფერენციის დელეგატთა სამი წევრის დელეგირების საკითხი.თითო ადამიანი სოციალ-დემოკრატიული, მუსავატისა და დაშნაკუცუთუნის პარტიებიდან. პირველი პატრიიდან-მ.ლასხიშვილი, მორედდან-იბრაგიმ-ბეკა, მესამედან- ო. კაჩაზნუნი. 9/22 მარტს დელეგაცია ტრაპეზუნდიდან გაემგზავრა.
ტრაპეზუნდიდან ჩამოსული დელეგაციის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სეიმში განიხილეს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა და სეიმის სამშვიდობო ზავიში შეტანილი ცვლილებების შესახებ საკითხები. გადაწყვეტილ იქნა დროებით გადაედოთ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი. მეორე საკითხმა გამოიწვია დისკუსია დათბობების მინიმუმსა და მაქსიმუმზე. საბოლოოდ მიღებულ იქნა ა.წერეთლის წინადადება. მას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა დიდ ყრილობაზე დათმობების საკითხის განხილვა. გადაწყდა ა. ჩხენკელისათვის მიენიჭებინათ უმნიშვნელო დათმობებზე წასვლის უფლება მისი პასუხისმგებლობით, ხოლო უფრო მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კი მოეთხოვა სეიმის და ხელმძღვანელობის ნებართა. (სეიმის სხდომათა სტენოგრაფიული ანგარიში 13/26 მარტი 1918წ ). ამის შემდეგ იქნა მიღებული სეიმის ზემოდ ნახსენები რეზოლუცია.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ. 69,70, გვ. 139-152.
ს.ტ. არკომედი. ამიერკავკასიის რუსეთისაგან ჩამოშორების შესახებ. ისტორიული მასალები, გვ. 54.
წინააღმდეგომა მდგომარეობდა იმაში, რომ „ ჩხენკელი არ თმობდა ბათუმის ოლქის არც ერთ ნაწილს"(იხ. ს .ტ. არკომედი. ისტორიის მასალები ჩმოშორების შესახებ. გვ.57.) როგორც ჩანს ამ ტერიტორიებს დაშნაკები თვლიდნენ სომხურ ტერიტორიებად.
ხ. ა. ბადალიანი, ა. ო. არუტუნიანი. 1918 წ. სომხეთში უცხოეთის ინტერვენციის ისტორიიდან. (დოკუმენტები და მასალები). ერევანი, 1970, გვ. 93.
ЦГИАА.ф.200, ОП.№ 1, Д. 39, Л. 180-181.
ЦГИАА.ф.200, ОП.№ 1, Д. 39, Л. 181.
დ. ჭუმბურიძე. აჭარის საკითხი 1918-1921წწ. და ქართული საზოგადოებრივი აზრი.თბ., 1999, გვ. 16.
ხ.ა.ბადალიანი, ა.ო.არუტუნიანი, უცხოეთის ინტერვენციის ისტორიიდან...,გვ. 45-46.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, დოკ. 84,გვ.184
იხ. ც.ტ. აპკომედი. ამიერკავკასიის რუსეთისაგან განცალკევების შესახებ ისტორიული მასალბი.
რ. გაბაშვილი. რაც მახსოვს. მოგონებები. გვ. 190.
აჭარის თურქმა გუბერნატორმა (დანიშნული 1/14 აპრილს) გამიდ-ბეიმ სამი კვირის მანძილზე გაათურქა ბათუმის ყველა ქუჩა და დაწესებულება.4 აპრილს ბათუმში ჩამოსულმა თურქეთის სამხედრო მინისტრმა განაცხადა: „თურქები მოვიდნენ არა როგორც დამპყობლები, არამედ, როგორც თავიანთი ძველის ისტორიული კუთხის განმათავისუფლებლები."(იხ. დ. ჭუმბურიძე. აჭარის საკითხი...,გვ. 21-22).
სსრკ და თურქეთი 1917-1979წწ. (ე.მ. ჟუკოვის რედაქციით). მ., 1981, გვ.17.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ.N 98, გვ. 200-202.
იქვე, დოკ. N 99. გვ. 200-222.
იქვე, დოკ. N 108. გვ. 229.
იქვე, დოკ. N 102. გვ. 224.
იქვე, დოკ. N 122. გვ. 253
დ.ჭუმბურიძე. აჭარის საკითხი...,გვ. 22.
ЦГИАА. Ф. 121, оп. №1, д. №31, л. 23.
ბრესტის ზავის მიხედვით(გვ.4) რეფერენდუმი უნდა ჩაეტარებინა ადგილობრივ მოსახლეობას.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, ტიფლისი, 1919, დოკ. N 137, გვ. 274.
ბათუმის კონფერენცია დასრულდა 1918 წლის 4 მაის „მშვიდობისა და მეგობრობის" შეთანხმების ხელმოწერით, უკვე დამოუკიდებელ საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის.
თურქეთის დელეგაციასთან ერთდ ბათუმში ჩამოვიდა 200-ზე მეტი ჩინოვნიკი, ბათუმში თურქული მმართველობის შესაქმნელად.
ბათუმის კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ე.წ. „ მთიანი რესპუბლიკა".
ЦГИАА. Ф.222, Оп. №1. Д. №1, Л.306-307.
გერმანია თავიდან აპირებდა ქართულ-სომხური ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას, თუმცა თურქეთის პოზიციის გამო გეგმბი შეიცვალა.(J.Lepsius. Deutschland und Armenien 1914-1918.Sammlung diplomatischer Aktestuke.potsdm,1919,gv.383.)
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, დოკ. N131, გვ. 312-316.
თურქეთი ითვალისწინებდა სომხურ-აზერბაიჯანული ოლქის ჩამოყალიბებას, რომელიც შევიდოდა თურქეთის შემადგენლობაში.
ЦГИАГ.Ф.1823, ОП №.2, Д. №1, лл.207-208.
გ.ფიფია. გერმანული იპერიალიზმმი ამიერკავკასიაში 1910-1918 წწ. მ., 1978, გვ. 38.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, ტიფლისი, დოკ N 133, გვ. 269-270.
იქვე, დოკ. N 134,გვ.271.
იქვე, დოკ. N 135, გვ. 271-272.
იქვე, დოკ. N 138, გვ., 278.
იქვე, დოკ. N 139, გვ. 278.
იქვე, დოკ. N 139, გვ. 278-280.
იქვე, დოკ. N 144, გვ. 287-288.
მხედველობაშია მშვიდობისა და მეგობრობის შეთანხმების პროექტი თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკას შორის.
ЦГИАГ.Ф. 1836, оп. №1. Д .2. л.67
ЦГИАГ.Ф 1836,оп. №1. Д.2. л.68
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები,დოკ147,გვ.293.
იქვე, დოკ, N 148, გვ. 293-301.
იქვე, დოკ, N 149, გვ. 301-302.
იქვე, დოკ, N 155, გვ. 306.
პ.დარაბადი. კასპიის გეოისტორია და თანამედროვე გეოპოლიტიკა. ბაქო-„ელმ"-2002, გვ.98-99.
ა. მენთეშაშვილი. საქართველო საერთაშორისო არეალზე 1918-1933წწ. საქართველოს დიპლომატიის ისტორია, ნაწ . II, თბ. 1998, გვ. 373
ე.ლიუდენდორფი. ჩემი მოგონებები ომზე. 1914-1918 წწ., მ. 1924, გვ. 182.
ა.მენთეშაშვილი.საქართველო საერთაშორისო არეალზე 1918-1933წწ.გვ.374.
ЦГИАА.Ф.190/507, оп .N1. д. N23, л.101;ნ.ნ.ჟორდანია, ჩემი წარსული (მოგონებები).თბ.,1990,გვ.91
იქვე.
თურქეთის მიერ განჯაში შესვლის შემდგომ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის სახელმწიფო განჯაში. დანარჩენი აზერბაიჯანის მიწების ბოლშევიკებისაგან გასანთავისუფლებლად შეიქნა „ისლამის ჯარი" ენვერის ძმის, ნური-ფაშას მეთაურობით.
ЦГИАГ.Ф.1836,оп.N1,д.N2,лл.69-70.
ЦГИАГ.Ф.1836,оп.N1,д.N2,лл.70-71.ე.კ.სარკისიანი. ოსმალეთის იმერიის ექსპანსიური პოლიტიკა ამიერკავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.ერევანი,1962, გვ. 368.
ვ.გურული. საქართველოს საგარეო ორიენტაცია ( მარტი1917 წ.-აპრილი1918 წ.) ქართული დიპლომატია. ყოველწლეური. ტ. IX , თბ., 2002, გვ. 37
გაზ. ,,ბრძოლა , V.1918 წ.
ЦГИАГ.Ф.1844.оп. N2, д. N7,л.53.
ვ. გურული. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, გვ. 39.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ელემენტები და მასალები.დოკ.N158,გვ.308.
ე.ა.სარკისიანი. ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიური პოლიტიკა ამიერკავკასიაში...,გვ.369.
იქვე
ამის შესახებ, იხ. სომხეთის ტერორისტული და ბანდიტური დაჯგუფებების დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (XIX-XXI სს.)(მოკლე ქრონოლოგიური ენციკლოპედია.) ნ. ფაიგ გიზის რედაქტირებით. ბაქო-ელმ-2002.
იქვე.
ზ.დ.ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო პოლიტიკაში 1918-1921 წწ. მოგონებები. ნარკვევები. თბ., 1990, გვ. 79.
ამის შესახებ იხ. ს. ტ. არკომედი. ამიერკავკასიის რუსეთისაგან გამოყოფის ისტორიის შესახებ, მასალები. ტიფლისი, 1931.
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები. დოკ. N161, გვ.317 .
იქვე, გვ. 325-326.
ო. კაჩაზნუნი. დაშნაკუცუნს არაფერი დარჩენია გასაკეთებელი, ტიფლისი, 1927, გვ. 28.
სომხური ტერორისტული....დანაშაულები,გვ.88
ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები.დოკ. N 162,გვ.330 .
იქვე ,დოკ.N 164, გვ. 332-335.
პუბენი.(ტ.მინასიანი)"развал грузинской жиронды".ტიფლისი,1923, გვ.17.
ს.გ.შაუმიანი.ნარჩევი ნაწარმოებები.მ,1958,ტ II, გვ.263.
ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩამოყალიბდა 1918 წლის 4 დეკემბერს.
ე.კ.სარკისიანი.ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიორული პოლიტიკ...,გვ.363.
ზ.დ.ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა..., გვ.82.
ო.კაჩაზნუნი. დაშნაკცუთუნს არაფერი დარჩენია გასაკეთბელი, გვ. 15.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента